გიორგი გამყრელიძე (დ. 18 აგვისტო, 1902, ქუთაისი — გ. 6 ივლისი, 1953, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, სტატისტიკოსი და დემოგრაფი. საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1920–1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ეკონომიკურ განყოფილებაზე. 1926–1938 წლებში მუშაობდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 1938–1953 ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამეურნეო აღრიცხვის კათედრას.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში