საბატინი დაიბადა 1970 წლის 16 მაისს ბუენოს-აირესში, არგენტინა, ოსვალდო და ბეატრიზ გაროფალო საბატინის ოჯახში. მისი მამა „ჯენერალ მოტორსის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო [2]. მისი უფროსი ძმა, ოსვალდო კი მსახიობი და პროდიუსერია[3].
საბატინიმ აღნიშნა, რომ მან განზრახ წააგო მატჩები ახალგაზრდობაში, რათა თავიდან აეცილებინა ინტერვიუები, რადგან ძალიან არიდებდა თავს მედიას. მან თქვა, რომ მისი სიმორცხვე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო და ფიქრობდა, რომ ტურნირის ფინალში თამაშის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე უნდა ელაპარაკა, რაც მისთვის სირთულეს წარმოადგენდა, ამის გამო მან არაერთი თამაში დათმო ნახევარ-ფინალში [4][5][6].
კარიერა
ადრეული წლები
1985 წელს, 15 წლისა და სამი კვირის ასაკში, საბატინი გახდა ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, ვინც საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა, სადაც კრის ევერტთან დამარცხდა, გაბრიელამ მოიგო თავისი პირველი WTA-ის ტურნირი ტიტული მოგვიანებით, თუმცა იმავე წელს ტოკიოში მან მიიღო WTA წლის ახალწვეულის ჯილდო.
1986 წელს საბატინმა მიაღწია უიმბლდონის ნახევარფინალს, რის შემდეგაც იგი პირველად შევიდა მსოფლიოს ათეულში.
1988: აშშ ღია პირველობა, ოლიმპიადის ფინალები; WTA ფინალები
საბატინი არგენტინას წარმოადგენდა 1988 წელს, სეულში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და გახსნით ცერემონიაზე იყო ქვეყნის მედროშე. მან ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო ქალთა ტურნირში, სადაც ფინალში დამარცხდა შტეფი გრაფთან. საბატინი გრაფთან ერთად შეუერთდა იმ წელს უიმბლდონში ქალთა წყვილების ტიტულისთვის ბრძოლას. 1988 წლის ბოლოს, საბატინიმ მოიგო თავისი პირველი WTA ტურნირი.
1989
1989 წელს საბატინიმ მიაღწია შვიდ ტურნირში ფინალს და აქედან მოიგო ოთხი ტიტული. მათ შორის, მაიამის ღია ტურნირი, სადაც მან ფინალში კრის ევერტის დამარცხება მოახერხა. მან ასევე შეძლო ამელიას ტურნირში ზედიზედ პირველი და მეორე ადგილოსანი რეიტინგის ჩოგბურთელების მარტინა ნავრატილოვასა და შტეფი გრაფის დამარცხება, ამით კი ის გახდა მეხუთე ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელმაც შეძლო ერთ ტურნირში ზედიზედ რეიტინგში მყოფი პირველ და მეორე ადგილოსანი ჩოგბურთელის დამარცხება [7]. გაბრიელა საბატინი მიაღწია ავსტრალიის ღია და აშშ ღია გრან სლემების ნახევარფინალებს.
1990: ამერიკის ღია ტურნირი
აშშ-ს ღია პირველობაზე, საბატინი გადავიდა მეორე გრანდ სლემის მეორე ფინალში, სადაც მან დაამარცხა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი შტეფი გრაფი პირდაპირ სეტებში 6-2 7–6 ტიტულის მოსაპოვებლად, მან დააგროვა ორი სეტი ქულა, ხოლო 5-6 ქულა მეორე სეტში. მან დაადასტურა, რომ მისი გამარჯვება იყო უფრო აგრესიული და ბადეში შესვლისას, როდესაც შეეძლო გრაფის უფრო მოკლე ბურთებზე შეტევა. აგრეთვე ჩოგბურთის ისტორიაში საბატინი შევიდა - პირველი ხუთსეტიანი მატჩის ჩატარებით მონიკა სელესის წინააღმდეგ, რომელიც ჩატარდა ქალთა ტურნირზე 1901 წლის შემდეგ [8].
1991: უიმბლდონის ფინალი
საბატინიმ 1991 წლის პირველ ნახევარში ხუთი ტურნირი მოიგო. მან ტოკიოში ტიტულის მოპოვების გზაზე დაამარცხა მსოფლიოს ხუთი საუკეთესო მოთამაშე მათ შორის: შტეფი გრაფი, ნავრატილოვა და ფერნანდესი. მან როლან გაროსზე ნახევარფინალამდე მიაღწია (მეოთხედფინალში ჟანა ნოვოტნას დამარცხებაც შეძლო. ამის შემდგომ კი იყო მესამე ფინალი უიმბლდონზე, სადაც მან წააგო შტეფი გრაფთან 4-6 6-3 6-8.
საბატინი 1991 წელთან ახლოს იყო მსოფლიოს პირველ ნომრობასთან, თუმცა იმ დროს მონიკა სელესის, შტეფი გრაფის და მისი რეიტინგი მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთის გვერდი-გვერდ იყო.
1996: დაზიანება და პენსია
საბატინიმ გამოტოვა სეზონის რამდენიმე თვე ტრავმის გამო. ოქტომბერში ნიუ-იორკში მან განაცხადა, რომ გადის პენსიაზე პროფესიონალური ჩოგბურთიდან [9][10]. 1996 წლის ბოლოს მან მიიღო „WTA Diamond Aces Award“, აღნიშნული ჯილდო გადაეცემა მოთამაშეს, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ჩოგბურთისთვის როგორც კორტზე, ასევე მის გარეთ.
1986 წლიდან, სანამ ხუთთვიანი ტრავმა მიიღებდა 1996 წლამდე, საბატინიმ ზედიზედ 508 კვირა გაატარა მსოფლიოს ტოპ 10–ში [11]. მან ამ დროის პერიოდიდან 312 კვირა გაატარა მსოფლიოს ხუთეულში და ზედიზედ ექვსი სეზონი დაასრულა ტოპ-5 რეიტინგში.
საბატინიმ მოიგო „Diamond Konex“-ის პრემია 2000 წელს, როგორც ყველაზე გამორჩეული „ათწლეულის სპორტსმენი“ არგენტინაში, ხოლო 2006 წლის ივლისში იგი ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.
პირადი ცხოვრება
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საბატინმა დაიწყო სუნამოების ხაზის გამოშვება გერმანიის პარფიუმერულ კომპანია Muelhens-თან პარტნიორობის შემდგომ. პენსიაზე გასვლის შემდეგ, მან განაგრძო პარფიუმერული ხაზების პოპულარიზაცია. 1992 წელს საბატინი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვისაც ვარდი დაერქვა, ნარინჯისფერი-წითელი ყვავილი [12][13]. თოჯინების დიდმა ამერიკულმა კომპანიამ შექმნა საბატინის მსგავსი თოჯინა 1994 წელს, ჩოგბურთელის ჩაცმულობით [14]. იმავე წელს საბატინიმ გამოსცა სამოტივაციო წიგნი სახელწოდებით - „ჩემი ისტორია“.
ბუენოს-აირესის ცენტრში 2014 წელს გაიხსნა მისი ქანდაკება. აღნიშნული ქანდაკება განთავსებულია არგენტინული სპორტის სხვა ვარსკვლავების მემორიალებთან ერთად, მათ შორისაა: ლიონელ მესის, დიეგო მარადონას, გილიერმო ვილასისა და რობერტო დე ვიჩენცოს ქანდაკებები.
საბატინი დაჯილდოვდა საერთაშორისო კლუბის პრესტიჟული - „ჟან ბოროტრას სპორტის ოსტატის“ ჯილდოთი 2017 წელს, როგორც სპორტსმენის აღიარება, რომელიც მან აჩვენა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ასევე საქველმოქმედო პროექტებისთვის პენსიაზე გასვლის შემდეგ. მან აღნიშნული ჯილდო მიიღო როდ ლეივერისგან 2018 წლის უიმბლდონის ჩემპიონატზე. საბატინის რძალი არის ვენესუელელი მსახიობი კატრინ ფულოპი, ხოლო მისი დისშვილი არის არგენტინელი მომღერალი და მსახიობი ორიანა საბატინი. საბატინი ცხოვრობს ბუენოს-აირესში, მას ასევე აქვს სახლი შვეიცარიაში[16].