ბურჟის წმინდა სტეფანეს საკათედრო ტაძარი (ფრანგ.Cathédrale Saint-Étienne de Bourges) — XII-XIII საუკუნეების ტაძარი საფრანგეთის ქალაქი ბურჟში. წარმოდაგენდა ბურჟის არქიეპისკოპოსის მთავარ ტაძარს. გადაწყვეტილია გოთიკურ არქიტექტურულ სტილში.
ტაძრის არქიტექტურულ სიძლიერეს, მისი პროპორციების ჰარმონიასა და უმდიდრეს დეკორაციებს მნახველები დღესაც გაოცებაში მოჰყავს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ტაძრის უნიკალური გეგმა, სკულპტურები და მინის ვიტრაჟები. ტაძრის საუცხოო პროპორციები და მთლიანი კონსტრუქციის ერთიანობა, რომელიც მისი არქიტექტურული მშვენიერების მიღმა წარმოჩინდება ხაზს უსვამს ქრისტიანობის ძალაუფლებას შუა საუკუნეების საფრანგეთში. თავის ინოვაციური სტილით, კათედრალი გოთიკური არქიტექტურის საუცხოო ნიმუშია, რომელიც საკმაოდ განსხვავდება სხვა პრესტიჟული კათედრალებისაგან და რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყველასაგან იგნორირებული იყო.
ტაძარი წმინდა სტეფანეს სახელზე 1324 წლის 13 მაისს ეკურთხა. ყველა იმ საკათედრო ტაძრის მსგავსად, რომლებიც ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფამდე აშენდა, ტაძარი ამჟამად საფრანგეთის სახელმწიფოს კუთვნილებაშია.