არკ-ე-სენანის სამეფო მარილის ქარხანა (ფრანგ.Saline royale d'Arc-et-Senans) — ისტორიული შენობა სამხრეთ საფრანგეთისდუს დეპარტამენტის კომუნა არკ-ე-სენანში. მდებარეობს ქალაქ ბეზანსონიდან 35 კმ-ის დაშორებით, შოს ტყის გვერდით. აგებულია 1770-1780 წლებში, იმ დროის გამოჩენილი პარიზელი არქიტექტორის - კლოდ ნიკოლა ლედუს მიერ. ჩატარებული სამუშაო მნიშვნელოვანი მაგალითია ადრეული განმანათლებლობის პროექტისა, რომელშიც არქიტექტორმა ფილოსოფიაზე დაყრდნობით და რაციონალური გეომეტრიის მიხედვით ნაგებობები განალაგა მის ნაწილებს შორის იერარქიული კავშირების დამყარებით.
1982 წელს, კლოდ ნიკოლა ლედუს ინსტიტუტის მოთოვნის საფუძველზე, ნაგებობა იუნესკომმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. დღეისათვის, ძგელი საზოაგდოებისთვის ღიაა.