ბალთაზარ კარლოს ესპანელი
ბალთაზარ კარლოს ესპანელი (ესპ. Baltasar Carlos de España; დ. 17 ოქტომბერი, 1629, მადრიდი, ესპანეთი — გ. 9 ოქტომბერი, 1646, სარაგოსა, ესპანეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის ესპანური შტოს წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეტ ფრანგის უფროსი და ერთადერთი ვაჟი. ესპანეთისა და პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე, ასტურიისა და ჯირონას პრინცი, მონტბლანტის ჰერცოგი, სერვერას გრაფი, ბალაგუერის ლორდი და ვიანის პრინცი. დანიშნული იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ის ასულ მარიანა ავსტრიელზე, თუმცა მისი გარდაცვალების გამო ქორწინება ვერ შედგა.
ბიოგრაფია
ბალთაზარ კარლოსი დაიბადა 1629 წლის 17 ოქტომბერს, ესპანეთის დედაქალა მადრიდში. იგი იყო ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე IV-ისა და მისი პირველი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეტ ფრანგის უფროსი ვაჟი, აქედან გამომდინარე ტახტის მემკვიდრე და ასტურიის პრინცი. იგი 1629 წლის 4 ნოემბერს მონათლეს კათოლიკედ, ქალაქ მადრიდის წმინდა ხუანის სახელობის კათედრალში. მისი ნათლიები კი იყვნენ მამიდამისი, საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ანა ესპანელი და ბიძამისი, ინფანტი დონ კარლოს ესპანელი. ამ ნათლობას ასევე ესწრებოდა ესპანეთის პრემიერმინისტრის მეუღლე, ოლივარესის გრაფინია ინეს დე სუნიგა ი ველასკო.
ოლივარესის გრაფინია მალევე დედოფლის ფრეილინა და ბალთაზარის აღმზრდელი გახდა, რამაც გასპარ დე გუსმან ოლივარესს სამეფო ოჯახის უკეთ გაკონტროლების საშუალება მისცა.
მალევე მისმა მშობლებმა მის ქორწინებაზე დაიწყეს ფიქრი. მის საცოლეებად მოიაზრებოდნენ მისი მამიდაშვილი, საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და მისი ცოლის, მარია ანა ესპანელის ასული მარიანა ავსტრიელი და ასევე მისი დეიდაშვილი, ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ I-ისა და მისი ცოლის, ანრიეტა მარია ფრანგის ასული მერი სტიუარტი. თუმცა, მერისთან მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა, ვინაიდან იგი ანგლიკანი იყო.
სეგადორების აჯანყების შემდეგ, მეფე ფილიპეს არაგონში თავისი პოზიციების მაქსიმალურად განმტკიცება სურდა, რის საუკეთესო საშუალებადაც მიიჩნია, რომ ბალთაზარს არაგონული წესის მიხედვით არაგონელთათვის ერთგულების ფიცი უნდა დაედო. 1645 წლის 20 აგვისტოს, სარაგოსაში 16 წლის ბალთაზარმა ერთგულების ფიცი დადო, რასაც მისი ჯირონას პრინცად, მონტბლანტის ჰერცოგად და სერვერას გრაფად გამოცხადება მოჰყვა. ამის შემდეგ, იმავე წლის 13 ნოემბერს იგი ვალენსიას ეწვია, სადაც იგივე ფიცი დადო.
1646 წელს, მადრიდში დაბრუნებულ ბალთაზარს, ფილიპე IV-მ ამცნო, რომ იგი ახლა უკვე პამპლონაში უნდა წასულიყო და ნავარელი დიდგვაროვნებისათვის შეეფიცა ერთგულება. 1646 წლის 3 მაისს მან პამპლონაშიც დადო ერთგულების ფიცი, რასაც ნავარელების კეთილგანწყობის მოპოვება მოჰყვა.
მთელი ამ ცერემონიების შემდეგ, სამეფო ოჯახი დასასვენებლად სარაგოსაში გაემგზავრა. 5 ოქტომბერს, სამეფო ოჯახი გლოვას მიეცა, რადგან ამ დღეს შესრულდა ზუსტად ორი წელი დედოფალ ელიზაბეტ ფრანგის გარდაცვალებიდან. სულ რაღაც ექვს დღეში პრინცი მძიმედ დაავადდა. როგორც აღმოჩნდა, სარაგოსაში ყვავილის ეპიდემია მძვინვარებდა, რომელმაც 1646 წლის 9 ოქტომბერს, 16 წლის ბალთაზარის სიცოცხლეც შეიწირა.
მემკვიდრისა და ცოლის გარეშე დარჩენილმა, სასოწარკვეთილმა ფილიპე IV-მ 1649 წელს ცოლად საკუთარი დის შვილი, ბალთაზარის საცოლე მარიანა ავსტრიელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე კარლ II.
წინაპრები
ბალთაზარ კარლოს ესპანელის წინაპრები
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 16. კარლოს I, ესპანეთის მეფე |
|
| | | | |
| 8. ფილიპე II, ესპანეთის მეფე | |
|
| | | | | | | |
| 17. ისაბელ პორტუგალიელი |
|
| | | | |
| 4. ფილიპე III, ესპანეთი | |
|
| | | | | | | | | | |
| 18. მაქსიმილიან II, საღვთო რომის იმპერატორი |
|
| | | | |
| 9. ანა ავსტრიელი | |
|
| | | | | | | |
| 19. მარია ესპანელი |
|
| | | | |
| 2. ფილიპე IV, ესპანეთის მეფე | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 20. ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი (=30) |
|
| | | | |
| 10. კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი | |
|
| | | | | | | |
| 21. ანა უნგრელი (=31) |
|
| | | | |
| 5. მარგარეტ ავსტრიელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 22. ალბერტ V, ბავარიის ჰერცოგი |
|
| | | | |
| 11. მარია ანა ბავარიელი | |
|
| | | | | | | |
| 23. ანა ავსტრიელი |
|
| | | | |
| 1. ბალთაზარ კარლოს ესპანელი | |
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 24. შარლი, ვანდომის გრაფი |
|
| | | | |
| 12. ანტუანი, ვანდომის გრაფი | |
|
| | | | | | | |
| 25. ფრანსუაზ ალანსონელი |
|
| | | | |
| 6. ანრი IV, საფრანგეთის მეფე | |
|
| | | | | | | | | | |
| 26. ანრი II, ნავარის მეფე |
|
| | | | |
| 13. ჟანა III, ნავარის დედოფალი | |
|
| | | | | | | |
| 27. მარგარიტა ანჟულიმელი |
|
| | | | |
| 3. ელიზაბეტ ფრანგი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 28. კოზიმო I, ტოსკანის ჰერცოგი |
|
| | | | |
| 14. ფრანჩესკო I, ტოსკანის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | |
| 29. ელეონორ ტოლედოელი |
|
| | | | |
| 7. მარია მედიჩი | |
|
| | | | | | | | | | |
| 30. ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი (=20) |
|
| | | | |
| 15. იოჰანა ავსტრიელი | |
|
| | | | | | | |
| 31. ანა უნგრელი (=21) |
|
| | | | |
ლიტერატურა
ავსტრიის ერცჰერცოგები |
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა | |
---|
| V თაობა | |
---|
| VI თაობა |
- კარლოსი, ასტურიის პრინცი
- ფერდინანდი
- რუდოლფ II, საღვთო რომის იმპერატორი
- ერნესტი
- მატიასი, საღვთო რომის იმპერატორი
- მაქსიმილიან III, ავსტრიის ერცჰერცოგი
- ალბრეხტ VII, ავსტრიის ერცჰერცოგი
- ვენცელი
- ფრიდრიხი
- კარლი
- ფერდინანდი, ასტურიის პრინცი
- ფერდინანდი
- კარლოს ლორენცო
- დიეგო, ასტურიის პრინცი
- ფილიპე III, ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე
- ფერდინანდ II, საღვთო რომის იმპერატორი
- კარლი
- მაქსიმილიან ერნესტი
- ლეოპოლდ V, ავსტრიის ერცჰერცოგი
- კარლი, ვროცლავის ეპისკოპოსი
|
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
| X თაობა |
- ლეოპოლდ იოზეფი
- ლეოპოლდ იოჰანი
|
---|
| XI თაობა | |
---|
| XII თაობა |
- ფრანც II, საღვთო რომის იმპერატორი
- ფერდინანდო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
- კარლ ლუდვიგი, ტეშენის ჰერცოგი
- ალექსანდერ ლეოპოლდი, უნგრეთის კურფიურსტი
- იოზეფი, უნგრეთის კურფიურსტი
- ანტონ ვიქტორი, ვესტფალიის ჰერცოგი
- იოჰანი, გერმანიის საიმპერატორო რეგენტი
- რაინერი, ლომბარდო-ვენეციის მეფისნაცვალი
- ლუდვიგი
- რუდოლფი, ოლომუკის არქიეპისკოპოსი
- იოზეფ ფრანცი
- ფრანჩესკო IV, მოდენის ჰერცოგი
- ფერდინანდ კარლ იოზეფი
- მაქსიმილიანი
- კარლი, ესტერგომის არქიეპისკოპოსი
|
---|
| XIII თაობა | |
---|
| XIV თაობა | |
---|
| XV თაობა | |
---|
| XVI თაობა | |
---|
| XVII თაობა |
- ოტო, ავსტრიის კრონპრინცი
- რობერტი
- ფელიქსი
- კარლ ლუდვიგი
- რუდოლფი
- ფერდინანდ კარლი
- ჰაინრიხ მარია
- ლეოპოლდ ფრანცი
- გუნტრამი
- რადბოტი
- იოჰანი
- გეორგი
- სტეფანი
- დომინიკი
- ფრიდრიხ სალვატორი
- ანდრეას სალვატორი
- მარკუს ემანუელი
- იოჰანი
- მიქაელი
- ფრანც სალვატორი
- კარლ სალვატორი
- იოზეფ კარლი
- ანდრეას აგუსტინუსი
- ნიკოლას ფრანცი
- იოჰან იაკობი
- ედუარდ კარლი
- პაულ რუდოლფი
|
---|
|
ასტურიის პრინცები და პრინცესები |
---|
| |
|
|
|