ბალბალასანგ-ბალბალანის ეროვნული პარკი (ასევე ცნობილი როგორც ბალბალასანგის მთის ეროვნული პარკი) ― დაცული ტერიტორია ფილიპინებში. მდებარეობს ბალბალანის მუნიციპალიტეტში, კალინგის პროვინციაში, კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში. პარკის ფართობი 1 338 ჰექტარია[1] და ბალბალასანგის მთის ირგვლივაა განლაგებული, ბალბალასანგის ბარანგაიში, აბრის პროვინციის საზღვართან. პარკს „კორდილიერის მწვანე გულსაც“ უწოდებენ.[2] გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებითა, ფიჭვის ტყეების ხელუხლებელი ლანდშაფტითა და მდიდრული ენდემური ფლორითა და ფაუნით. ეროვნულ პარკად 1972 წელს გამოქვეყნდა.[3]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო