დღეისათვის შემორჩენილია გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები (გაირჩევა ორი ფენა - X-XI და XIII-XIV სს.). ფართობით იგი ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში[1]. გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია, დანგრეულია კედლის ზედა ნაწილებიც. საკურთხეველსა და მის ორსავე მხარეზე მდებარე სათავსებს სადიაკვნესა და სამკვეთლოსაღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. შიგნით გადარჩენილია მორთულობის ფრაგმენტები - კედლის სვეტები ბურთულებიანი თავსამკაულებით; საკურთხევლის კედლის გარეპირის მორთულობა და სხვა, მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელია. აწყურის ტაძარი ბევრჯერ დაზიანებულა მიწისძვრებით და კვლავ აღუდგენიათ. როგორც ჩანს, ძეგლი ოსმალთა ბატონობის ბოლო წლებში საბოლოოდ დანგრეულა.