1848 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიგების პარტიის კანდიდატმა ზაქარი ტეილორმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ლუის კასი დაამარცხა.
ისტორია
1848 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღოდა ამერიკა-მექსიკის ომი, სადაც ამერიკამ გაიმარჯვა და შეიერთა: ტეხასი, ნიუ-მექსიკო, არიზონა, ნევადა, იუტა და კალიფორნია. აშშ-ის მე-11 პრეზიდენტმა ჯეიმზ ნოქს პოლკმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ვიგების პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაასახელა ამერიკა-მექსიკის ომის გმირი, გენერალი ზაქარი ტეილორი. დემოკრატიულმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა მიჩიგანელი სენატორი ლუის კასი.
1848 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა „თავისუფალი მიწის პარტია“, რომელიც უპირისპირდებოდა მონათმფლობელობას. „თავისუფალი მიწის პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო აშშ-ის მე-8 პრეზიდენტი მარტინ ვან ბურენი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობისთვის იბრძოდა აშშ-ის მე-6 პრეზიდენტის ჯონ კუინსი ადამსის ვაჟი ჩარლზ ადამსი.
საპრეზიდენტო არჩევნებში ზაქარი ტეილორმა გაიმარჯვა. მან მიიღო 47.28%. მეორე ადგილზე გავიდა დემოკრატი ლუის კასი, რომელმაც მიიღო 42.49%. მესამე ადგილზე გავიდა მარტინ ვან ბურენი, რომელმაც მიიღო 10.12%. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ვიგების პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა.
არჩევნების შედეგები
სქოლიო