1820 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები იყო მესამე და ბოლო არჩევნები აშშ-ის ისტორიაში, რომელშიც კანდიდატი პრაქტიკულად კონკურენტის გარეშე მონაწილეობდა. (წინა ორი 1789 და 1792 წლების არჩევნები იყო, რომლებშიც ჯორჯ ვაშინგტონი სერიოზული ოპოზიციის გარეშე მონაწილეობდა.)
პრეზიდენტი ჯეიმზ მონრო და ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ტომპკინსი სერიოზული საარჩევნო კამპანიის გარეშე აირჩიეს.