ასანსოლი — ქვანახშირის მომპოვებითი და ინდუსტრიული მეტროპოლია, ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული კომერციული ცენტრი ინდოეთში. იგი მეორე უმსხვილესი ქალაქი და ურბანული აგლომერაციაა დასავლეთ ბენგალის შტატში კოლკატის შემდეგ,[2] ასევე მე-19 უდიდესი აგლომერაცია ინდოეთის მასშტაბით.[3] მდებარეობს ბურდჰამანის რაიონში. ქალაქს გააჩნია დიდი რაოდენობის სამუშაო ძალა, ზომიერად მაღალი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კარგი სატრანსპორტო სისტემა. გარემოსა და განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIED) მოხსენებაზე დაყრდნობით, რომელიც ბრიტანულ არასამთავრობო კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენს, ასანსოლი იმ 11 ინდურ ქალაქს შორისაა, რომლებიც რომლებიც მსოფლიოს 100 ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქის სიაში შედის (42-ე ადგილზე).[4] სახელწოდება ასანსოლი სხვადასხვა სახელებისგან წარმოსდგება, ასანი ხეა (ხის ჯიში, რომელიც მდინარე დამოდარის ნაპირებზე იზრდება), სოლ (Sol-land) კი მინერალებით მდიდარ მიწას უსვამს ხაზს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო