არტემისა (ესპ. Artemisa) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში. 2010 წლის აგვისტოში ქალაქი არტემისა გახდა ახლად დაარსებული არტემისის პროვინციის დედაქალაქი, რომლის შემადგენლობაშია აგრეთვე ყოფილი ჰავანის პროვინციის 8 მუნიციპალიტეტი და პინარ-დელ-რიოს 3 მუნიციპალიტეტი. არტემისის მუნიციპალიტეტის ფართობია 690 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 81 209 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე 117,7 ადამიანი კმ²-ზე.
წარმოადგენს რეგიონის კომერციულ ცენტრს. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, თამბაქო, ანანასი და სხვ. ქალაქში მიმდინარეობს სპირტისა და საპნის წარმოება, ქალაქის სიახლოვესაა შაქრის ქარხნები.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო