ანცირანანის პროვინცია (მალაგ. Antsiranana) — მადაგასკარის პროვინცია. ფართობი — 44 784 კმ². მოსახლეობა — 1 680 828 ადამიანი[1] (2013 წელი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ანცირანანა.
პროვინცია მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და აქვს ზღვაზე გასასვლელი. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება მაჰაძანგის პროვინცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ტუამასინის პროვინცია. პროვინციის სამხრეთში მასუალას ნახევარკუნძულზე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი ეროვნული პარკი მასუალა, ჩრდილოეთით — ეროვნული პარკი მონტან დ’ამბრე. პროვინციის აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ნოსი-ბე.
პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 2 რეგიონად და 9 დეპარტამენტად.
სქოლიო