ანთიმოზ ივერიელის თასი
ანთიმოზ ივერიელის თასი — მორაგბეთა თასი, რომელიც 2002 წლიდან თამაშდება საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. მას სახელი ეწოდა რუმინეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ანთიმოზ ივერიელის პატივსაცემად.
თასის შექმნის იდეა გაზეთ რეზონანსში დაიბადა. ის უნდა ყოფილიყო ინგლის – შოტლანდიას შორის კალკუტის თასის და ახალი ზელანდია – ავსტრალიას შორის გასათამაშებელი ბლედისლოუს თასის ანალოგი. რაც შეეხება თასის სახელს, ანთიმოზ ივერიელის გარდა, განიხილებოდა ნიკიფორე ირბახის და ბესიკ გაბაშვილის ვარიანტებიც, თუმცა, საბოლოოდ პირველი შეირჩა.[ 1]
ბრინჯაოს თასი ქართველმა სკულპტორმა ირაკლი ჯაფარიძემ დაამზადა.[ 2]
თასი თამაშდება ყველა საერთაშორისო მატჩში საქარველოს და რუმინეთის ნაკრებს შორის, გარდა მსოფლიო თასის მატჩებისა.
თასს დღესდღეობით საქართველოს ნაკრები ფლობს, რომელმაც 2023 წლის 12 აგვისტოს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრაში ანგარიშით 56 - 6 გაიმარჯვა. საერთო ჯამში კი ანგარიში არის 17–6 საქართველოს სასარგებლოდ.
შედეგები
ჯამი
ადგილი
თამაშები
მოგება საქართველო
მოგება რუმინეთი
ფრე
საქართველოს ქულები
რუმიმეთის ქულები
საქართველოში
13
11
2
0
358
181
რუმინეთში
10
5
4
1
152
167
ჯამი
23
16
6
1
510
348
ჯილდოები
საქართველო (17): 2005, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023, 2023
რუმინეთი (6): 2002, 2003, 2004, 2006, 2010, 2017
სქოლიო