ანდრის ბერზინში (ლატვ. Andris Bērziņš; დ. 10 დეკემბერი 1944 , ნიტაურე) — ლატვიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ლატვიის პრეზიდენტი 2011 წლის 8 ივლისიდან 2015 წლის 8 ივლისამდე. მეწარმე. მილიონერი.
ბიოგრაფია
1958 წელს დაამთავრა ნიტარუეს საშუალო სკოლა, 1971 წელს რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი რადიოინჟინერის სპეციალობით, ხოლო 1988 წელს ლატვიის ეროვნული უნივერსიტეტი მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით.
1990 წელს აირჩიეს ლატვიის უზენაეს საბჭოში. 1990 წლის 4 მაისს მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას. 2006-2009 წლებში სათავეში ედგა Latvenergo-ს.
2010 წელს აირჩიეს მე-10 სეიმის დეპუტატად. 2011 წლის 8 ივლისიდან ლატვიის პრეზიდენტია.
რესურსები ინტერნეტში