ანა კალანდაძის საცხოვრებელი სახლი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში,სახლში დაიბადა და ცხოვრობდა ქართველი პოეტი ქალი ანა კალანდაძე. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. ორ-სართულიანი ოდა დგას ეზოს ცენტრში. აშენებულია XX საუკუნის 20-იან წლებში. მრავალჯერ გადაკეთებულობის არქიტექტურულ-მხატვრული კუთხით დაბალ დონეზეა შეფასებული. შემორჩენილი აქვს ავთენტური ხის აივანი. ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2014 წელს.
რესურსები ინტერნეტში
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 15919