ალოფი (ფრანგ. Alofi) — კუნძული წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის უოლისის და ფუტუნას ნაწილი. ადმინისტრაციულად შედის ალოს ოლქში.
გეოგრაფია
ალოფის კუნძული მდებარეობს კუნძულ ფუტუნადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში. კუნძულის ფართობი შეადგენს 32 კმ²-ს. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — კოლოფაუს მთა, ანუ ბუგენვილი (417 მეტრი).
მოსახლეობა
2013 წელს კუნძულის მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა სულ 1 ადამიანს[1], მაგრამ კოლონიამდელ დროს ალოფის კუნძული მჭიდროდ იყო დასახლებული, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა იყო დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანი. კუნძულის ერთადერთი დასახლებული პუნქტია — სოფელი ალოფიტაი, რომელიც მდებარეობს კუნძულის დასავლეთ ნაწილში. ადრე არსებობდნენ სოფლები: სოლოგა, საავაკა, მუა. ფუტუნას კუნძულის ბევრ მოსახლეს აქვს მცირე საბაღე ნაკვეთები ალოფის კუნძულზე (ძირითადად მოჰყავთ თამბაქო).
სქოლიო