„ალმაგროს“ ისტორია სათავეს 1911 წლის 6 იანვრიდან იღებს. კლუბი არგენტინის მეორე დივიზიონში გამარჯვების შემდეგ არგენტინის პრიმერაში პირველად 1938 წელს აღზევდა. მეორედ პრიმერა B ნასიონალში 1968 წელს გაიმარჯვა, თუმცა პრიმერაში გადასასვლელ ტურნირზე წარმატება ვერ მოიპოვა. კლუბმა სეზონების უმეტესობა არგენტინის მეორე დივიზიონში, ხოლო რამდენიმე სეზონი — მესამე დივიზიონში გაატარა. 2000 და 2004 წლებში „ალმაგრომ“ ორჯერ მოახერხა არგენტინის პრიმერაში აღზევება, თუმცა ვერ შეძლო უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება და ორივეჯერ პირველივე სეზონის შემდეგ მისი დატოვება მოუწია.
2017–18 წლების სეზონზე „ალმაგრო“ ახლოს იყო უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებასთან. გუნდმა საფეხბურთო კლუბ „ალდოსივისთან“ ერთად ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა, თუმცა გადამწყვეტი ე.წ. „ოქროს შეხვედრა“ დათმო ანგარიშით 1–3. უმაღლეს დივიზიონში მეორე საგზურის მოსაპოვებლად მეორე-მეცხრე ადგილოსან გუნდებს შორის პლეი-ოფი დაინიშნა. „ალმაგროს“ აღნიშნულ პლეი-ოფში ყველაზე სუსტი გუნდი პრიმერა B ნასიონალის დებიუტანტი — „აგროპეკუარიო“ [3] შეხვდა, რომელთანაც საკუთარ მოედანზე ჩასატარებელ შეხვედრაში ნახევარფინალში გადასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა მარ-დელ-პლატაში გამართული ეს მატჩი „აგროპეკუარიოს“ გამარჯვებით — 2–0 დამთავრდა[4] და „ალმაგრო“ ამჯერადაც უმაღლესი დივიზიონის მიღმა დარჩა.[5][6][7][8][9][10][11]
ფეხბურთელები
შემადგენლობა 2018–2019
მეკარეები
ორასიო რამირესი, ლუკას კალვინიო, ფრანსისკო ხავიერ დელ რიეგო ფლორესი.
ხუან მანუელ მარტინესი, ეიალ სტრამანი, ლეონარდო სამუელ აკოსტა, ხოაკინ სუვიელესი, ჯონათან ტორესი, ესეკიელ დენისი, ლაუტარო ივან კარაჩინო.
შემადგენლობა 2019–2020
2020 წლის 6 იანვრის მონაცემებით[12]
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
↑Campeones de la Segunda División del Fútbol Argentino 1933-1948 /
Temporada Campeón:
1933 AAF – Ramsar Sport Club;
1933 LAF – No se disputó;
1934 AAF – Bella Vista;
1934 LAF – River Plate II;
1935 – Estudiantes (La Plata) II;
1936 – Boca Juniors II;
1937 – Almagro;
1938 – Argentino de Quilmes;
1939 – Banfield;
1940 – Argentinos Juniors;
1941 – Chacarita Juniors;
1942 – Rosario Central;
1943 – Vélez Sársfield;
1944 – Gimnasia y Esgrima (La Plata);
1945 – Tigre;
1946 – Banfield;
1947 – Gimnasia y Esgrima (La Plata);
1948 – Argentinos Juniors.