ალკუნისებრნი (ლათ. Alcedinidae) — ფრინველების ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 16-47 სმ, უმრავლესობა მკვეთრი შეფერილობისაა. აქვთ დიდი თავი, გრძელი და სწორი ნისკარტი, მოკლე და სუსტი ფეხები და ხშირი ბუმბული. ბინადრობენ მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, ზოგი - ტყეებსა და ნახევრად უდაბნოებში. ბუდობენ სორო|სოროებში ან ხის ფუღუროში. ალკუნისებრნი მონოგამები არიან, წელიწადში 1-3-ჯერ მრავლდებიან. დებენ 6-9 (ტროპიკული სახეობანი 2-3) კვერცხს. ინკუბაციის პერიოდი 21 დღემდე გრძელდება. ალკუნისებრნი იკვებებიან პატარა თევზებით და წყლის მწერებით, ტროპიკული სახეობები კი მღრღნელებითა და ქვეწარმავლებითაც. ცნობილია 114 სახეობა, რომლითაგან საქართველოში გვხვდება ცისფერი ალკუნი (ლათ. Alcedo atthis).
გვარები
ლიტერატურა