ალექსანდრე I (გ. 1389), იმერეთის მეფე 1387-1389. დავით ნარინის შთამომავალი, ძე ბაგრატ I-ისა, რომლის გარდაცვალების (1372) შემდეგ საქართველოს მეფე ბაგრატ V დიდმა ერისთავად დანიშნა. რეზიდენცია ალექსანდრე I-ს შორაპანში ჰქონდა. 1387 წელს, როდესაც თემურ-ლენგმა ბაგრატ V დაატყვევა, ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი. ბაგრატ V-ისა და მისი მემკვიდრის - გიორგის ერთგულნი დარჩნენ ოდიშის, ცხუმისა და სვანეთის ერისთავები, აგრეთვე გურიელი. ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთი კვლავ საერისთავო გახდა.
წყარო
- ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, [ნაწ.] 2, ზ. ჭიჭინაძის გამოც. ტფ., 1913, გვ. 278-280
ლიტერატურა