ალაის რაიონი (ყირგ. Алай району) — რაიონი ყირგიზეთში, ოშის ოლქში. ადმინისტრაციული ცენტრი — სოფ. გულჩა (ყირგ. Гүлчө).
რაიონის ფართობი უდრის 7582 კმ², რაც ოშის ოლქის მთლიანი ფართობის 26% შეადგენს.
ალაის რაიონი მდებარეობს ორი ხეობის ფარგლებში, კერძოდ ალაის და გულჩინის ხეობის. რაიონის ტერიტორიაზე, ჩინეთთან საზღვარზე, მდებარეობს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ირქეშტამი“.
მოსახლეობა
საყოველათაო საკავშირო მოსახლეობის აღწერის მიხედვით, 1989 წელს, ალაის რაიონის საზღვრებში (ჩონგ-ალაის რაიონის ჩათვლით, რომელიც 1959–1992 წლებში ამ რაიონის შემადგენლობაში შედიოდა) 66 858 კაცი ცხოვრობდა.[2] 2007 წელს, რაიონის მოსახლეობამ 72 110 კაცი შეადგინა, აქედან ეთნიკურად ყირგიზებმა 71 901 კაცი (99,6 %) შეადგინეს.[1]
დასახლებული პუნქტები
რაიონი მოიცავს 13 აულის ტიპის ოლქს, სადაც მდებარეობს 60 სასოფლო ტიპის დასახლება.[3]
ისტორია
1928 წელს შეიქმნა ალაი-გულჩინის რაიონი. 1936 წელს შემქნილი რაიონი დაყვეს ორად — ალაის და ჩონგ-ალაის რაიონად. 1959 წელს, ორივე რაიონი ხელახლა გაამთლიანეს და დაარქვეს ალაის რაიონი.
1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ყირგიზეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს რაიონი ისევ იყოფა ორ რაიონად — აღმოსავლეთით ალაის რაიონად და დასავლეთით ჩონგ-ალაის რაიონად.
2008 წლის 5 ოქტომბერს, სოფელ ნურაში რიხტერის შკალით 8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 75 ადამიანი, მათ შორის 42 ბავშვი.
სქოლიო