აეკი ლარნაკა (ბერძ. Αθλητική Έvωση Κιτίου Λάρνακας) — კვიპროსის საფეხბურთო კლუბი, დაარსდა ქალაქ ლარნაკაში, ასპარეზობს კვიპროსის პირველ დივიზიონში. ჩამოყალიბდა 1994 წელს, ლარნაკას 2 კლუბის, „ეპას“ და „პეზოპორიკოსის“ შერწყმის შედეგად.
ისტორია
2004 წელს, კლუბმა კვიპროსის თასის ფინალში ლიმასოლის „აელის“ დამარცხების შემდეგ (2-1) მოიპოვა პირველი და ტიტული. „აეკმა“ კიდევ 3-ჯერ შეძლო თასის ფინალში გასვლა, ორ შემთხვევაში „აპოელთან“ დამარცხდა, 1996 წელს 2-0 დამატებით დროში და 2006 წელს, 3-2. 2018 წელს კვლავ დაეუფლა თასს. კლუბი ჩამოყალიბდა ლარნაკას ორი წარმატებული კლუბის შერწყმის შედეგად, კვიპროსის 3-გზის ჩემპიონის, თასის 5-გზის მფლობელი „ეპას“ და კვიპროსის 2-გზის ჩემპიონი „პეზოპორიკოსის“, რომელიც მხოლოდ 1-ხელ გახდა თასის მფლობელი. კლუბის ყველაზე დიდი მიღწევა იყო 2011-12 წლების სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, მას შემდეგ, რაც დაამარცხა მალტის „ფლორიანა“, ჩეხური „მლადა ბოლესლავი“ და ტრონჰეიმის „რუსენბორგი“.
ტიტულები
ევროთასებზე
მთავარი მწვრთნელები
რესურსები ინტერნეტში