აბდულ ლატიფ რაშიდი (არაბ.عبد اللطيف رشيد; დ. 10 აგვისტო, 1944),[1] აგრეთვე ცნობილია როგორც ლატიფ რაშიდი (ქურთ.لەتيف ڕەشید) — ერაყელი პოლიტიკოსი და ერაყის მეცხრე პრეზიდენტი, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.[2] მანამდე იგი იყო წყლის რესურსების მინისტრი ნური ალ-მალიქის მთავრობაში. წინა პერიოდში იგი იმავე პოზიციაზე მსახურობდა როგორც ერაყის გარდამავალ, ისე დროებით მთავრობებში. რაშიდი ადრე იყო ქურთისტანის პატრიოტული კავშირის (PUK) წარმომადგენელი გაერთიანებულ სამეფოში.
წყლის რესურსების მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა 2003 წლის სექტემბრიდან 2010 წლის დეკემბრამდე და რაშიდი პასუხისმგებელი იყო სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: სარწყავი სისტემა, მუნიციპალური და სამრეწველო წყლის მომარაგება, ჰიდროელექტროსადგურები, წყალდიდობის კონტროლი და გარემოსდაცვითი მოთხოვნები, მათ შორის ჭაობების აღდგენა.
ტექნიკური კვალიფიკაციებისა და ჩართულობების გარდა, რაშიდი აქტიურად მონაწილეობდა ქურთულ და ერაყულ პოლიტიკაში. 1986 წელს გახდა ქურთისტანის პატრიოტული კავშირის წარმომადგენელი გაერთიანებულ სამეფოში.[3] მან მრავალ კონფერენციაში და ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ქურთისტანის პოლიტიკური პარტიებისა და ერაყული ოპოზიციის ჯგუფების სახელით სადამ ჰუსეინის რეჟიმის პერიოდში. რაშიდი წარმოადგენდა ქურთისტანის პოლიტიკასა და სადამ ჰუსეინის ოპოზიციურ ჯგუფებს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან და მთავრობებთან შეხვედრებზე. 2003 წელს გახდა წყლის რესურსების მინისტრი, ამ თანამდებობას იკავებდა 2010 წლამდე.[4][5]2010 წლიდან იყო საპრეზიდენტო მრჩეველი.[4]
ერაყის პრეზიდენტი
ქვეყანაში მსხვილ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილების შეთანხმების თანახმად, პრეზიდენტად აირჩევა სუნიტიქურთი, პრემიერ-მინისტრად — შიიტიარაბი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ - სუნიტი არაბი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემის შემდეგ, რაშიდი აირჩიეს ერაყის მე-9 პრეზიდენტად. რაშიდმა ჩაანაცვლა ბარჰამ სალეჰი სახელმწიფოს მეთაურის პოზიციაზე. პარლამენტში ორ რაუნდიანი კენჭისყრის შემდეგ, მოიპოვა „160-ზე მეტი ხმა“ სალეჰიმა კი — 99 ხმა.[6] რაშიდმა „დაუყოვნებლივ“ დანიშნა პოლიტიკოსი მოჰამედ შია ალ-სუდანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. ამ დანიშვნამ დაასრულა ერთწლიანი საპარლამენტო კრიზისი.
საგარეო პოლიტიკა
რაშიდი წინააღმდეგია თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციისა იმ დრომდე, სანამ თურქეთი არღვევს ერაყის სუვერენიტეტს.[7]2023 წლის 8 აპრილს, რაშიდმა დაგმო თურქეთის სავარაუდო დაბომბვა სულეიმანიის აეროპორტის მახლობლად, ერაყის ქურთული ავტონომიის ტერიტორიაზე. Agence France-Presse-ისთვის მიცემული თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროს განცხადებით, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს „არ განუხორციელებიათ მსგავსი აქტოვობა“.[8]
2023 წლის 27 თებერვალს, რაშიდმა თქვა, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ სადამ ჰუსეინის მართულ ერაყში 2003 წლის შემოჭრა იყო „აუცილებელი“ რეჟიმის „სისასტიკის“ გამო. მან განაცხადა, რომ „ოც წლიანი პერიოდის შემდეგ“ ახლა „მშვიდობა და უსაფრთხოება სრულად სუფევს ქვეყანაში“. თუმცა, დიდი ხანია მოლოდინშია საჯარო პროექტები, განსაკუთრებით სატრანსპორტო სექტორში, არ განხორციელებულა, რაც მან დაუკავშირა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ კორუფციას.[9][10]