ჰუსეინ ჯავიდის მავზოლეუმი (აზერ. Hüseyn Cavid məqbərəsi) — არქიტექტურულ-მემორიალური კომპლექსი, რომელიც აღმართულია აზერბაიჯანელი პოეტისა და დრამატურგის ჰუსეინ ჯავიდის საფლავზე ქალაქ ნახიჩევანში.
ისტორია
ჰუსეინ ჯავიდის მავზოლეუმი აღიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის პირადი ინიციატივით. ძეგლის ავტორი არის აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არქიტექტორი რასიმ ალიევი, არქიტექტორი – სახალხო მხატვარი ომარ ელდაროვი.[1]
ჰუსეინ ჯავიდი გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ირკუტსკის ოლქის სოფელ შევჩენკოში. 1982 წლის 12 ოქტომბერს, პოეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნახიჩევანის რესპუბლიკის პარტიულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჰუსეინ ჯავიდის ნახიჩევანში გადმოსვენების შესახებ. იმავე წლის 3 ნოემბერს ჯავიდის ნეშთი გადმოასვენეს ნახიჩევანში და დაკრძალეს მამამისის სახლის გვერდით. სემდგომ, 1996 წელს მის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი. 1996 წლის 13 სექტემბერს პოეტთან გადმოასვენეს მისი მეუღლის ქალი პოეტის მიუშკიუნაზისა და შვილის ერტოგრულის ნეშთები (ბაქოდან). 2004 წლის 12 სექტემბერს კი მავზოლეუმში დაასვენეს მათი ქალიშვილიც.
მავზოლეუმი, რომელიც აღმართულია აჯემი ნახიჩევანისა და ნახიჩევანის არქიტექტურული სკოლის გავლენის ქვეშ შედგება ზედა და ქვედა ნაწილებისგან. ქვედა ნაწილი აკლდამას წარმოადგენს.
სქოლიო
- ↑ National Academy of Sciences of Azerbaijan, 2008, с. 142,143.