ჰუსეინ გიულმამედ ოღლუ მამედოვი აზერ. Hüseyn (Söyün) Gülməmməd oğlu Məmmədov (დ. 1875, მუღანლო, სიღნაღის მაზრა — გ. უცნობია) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
ჰუსეინ მამედოვი დაიბადა 1875 წელს, სიღნაღის მაზრის სოფელ მუღანლოში.
მიღებული ჰქონდა დაწყებითი საშინაო განათლება. 1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1904 წლიდან იყო მუსლიმური სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „ჰუმმეტის“ (ენერგია) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. აქტიურად მუშაობდა საქართველოს მუსლიმების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად ჩამოყალიბებულ სხვადასხვა კომისიაში. აირჩიეს მუღანლოს თემის თავმჯდომარედ; მისდევდა სოფლის მეურნეობას. თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში.
ლიტერატურა
- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 292.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| | | |
---|
| | |
---|
| | |
---|
| | |
---|
| | |
---|
| | |
---|
| | |
---|
|
1 1919 წლის მაისიდან დამოუკიდებელი დეპუტატი |
|