680 წელს ხალიფა მუავია I-ის სიკვდილის შემდეგ, ჰუსეინი ერაყელი შიიტების დახმარებით მცირე რაზმით მექიდან ქუფაში გაემგზავრა. ხალიფა იაზიდ I-ის ჯარებმა ჰუსეინის რაზმს ქარბალის ახლოს ალყა შემოარტყეს და ჰუსეინი შეტაკების დროს მოკლეს. შიიტები ჰუსეინს წამებულად და მესამე იმამად მიიჩნევენ. მის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით სრულდება სამგლოვიარო წესი შაჰსეი-ვაჰსეი. ქალაქი ქარბალა, სადაც დაკრძალულია ჰუსეინი, შიიტების სალოცავი ადგილია.