ომის შემდგომ პერიოდში მოღვაწეობდა აღმოსავლეთ გერმანიაში (ყოფილი გდრ). 1945-1949 წლებში იყო ვაიმარის უმაღლესი მუსიკალური სკოლის მთავარი დირიჟორი და გენერალური მუსიკალური დირექტორი. 1949 წლიდან ლაიფციგის, ხოლო 1953 წლიდან ბერლინის რადიოს სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობდა. მართავდა გასტროლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იყო ბრუკნერის, ბრამსისა და ბეთჰოვენის მუსიკის დიდებული ინტერპრეტატორი.