ჰაჯი გულულარის სასახლე (აზერ. Hacı Quluların mülkü) — ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი ქალაქ შუშაში. აშენდა 1849 წელს მეორე გილდიის ვაჭრის გულუ მაჰამადალი-ოღლუს ბრძანებით.
დღესდღეობით შემორჩენილია სასახლის კედლების ზოგიერთი ნაწილი.
ისტორია
შენობა აშენდა „ჩუხურ მეჰელეში“ (უბანში) მეორე გილდიის ვაჭრის გულუ მაჰამადალი-ოღლუს (აზერ. Qulu Məhəmmədəli oğlu) დაკვეთით.[2] მშენებლობა 1849 წელს დაიწყო. ჰაჯი გულუ, რომელიც ოდესღაც ჯაფარგულ-ხან მუჰამედგასან-ოღლუ სარიჯალი-ჯავანშირს (აზერ. Cəfərqulu xan Məhəmmədhəsən ağa oğlu Sarıcalı-Cavanşirə) ემსახურებოდა, ვაჭრობით იყო დაკავებული. შედეგად, დროთა განმავლობაში, იგი გახდა შუშის ერთ-ერთი უმდიდრესი ვაჭარი.[2]
სასახლეს ჰქონდა 46 ოთახი და ორი დიდი სასტუმრო ოთახი. რუსი მხატვრის ვასილი ვერეშჩაგინის (რუს. Верещагин, Василий Васильевич), რომელიც 1865 წელს ეწვია შუშას, ნახატზე ასახაულია ამ სასახლის ერთ-ერთ დარბაზი.[3] 1992 წელს, სომხების მიერ შუშას ოკუპაციის დროს ჰაჯი გულუს სასახლე დაბომბეს, შედეგად მისი კედლები დაინგრა.[3] ამჟამად შემორჩენილია კედლების ზოგიერთი ნაწილი.[2][4]
გალერეა
სასახლე 2021 წელს
სქოლიო