ჰაუარდი (ინგლ. Howard Island) — კუნძული არაფურის ზღვაში, ჩრდილოეთ ტერიტორიაში, ავსტრალია. შედის უესელის კუნძულების ჯგუფში. მისი ფართობი შეადგენს 280 კმ²-ს.
გეოგრაფია
ჰაუარდი წარმოადგენს პატარა წაგრძელებულ კუნძულს, რომელიც გამოყოფილია არნემ-ლენდის ნახევარკუნძულიდან ვიწრო სრუტით, რომლის სიგანეა არაუმეტეს 2 კმ. გარს აკრავს არაფურის ზღვის წყლები. მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კუნძული ბანიანი, ჩრდილო-ამოსავლეთით — კუნძული ელკო და სხვა კუნძულები უესელის კუნძულების ჯგუფიდან.[1] მისი ფართობი შეადგენს 280 კმ²-ს. სანაპირო ზოლის სიგრძე — 106 კმ-ია.[2] კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 38 კმ-ს, სიგანე — 12 კმ-მდეა.
მოსახლეობა
კუნძული ჰაუარდი დაუსახლებელია,[2] ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი, გალივინკუ, მდებარეობს 5 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, მეზობელ კუნძულ ელკოზე. მანძილი ჩრდილოეთ ტერიტორიის დედაქალაქ დარვინამდე — დაახლოებით 475 კმ-ია დასავლეთისკენ.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო