„ჰანა და მისი დები“ |
---|
|
ჟანრი |
კომედია |
---|
დამდგმელი რეჟისორი |
ვუდი ალენი |
---|
პროდიუსერი |
რობერტ გრინჰატი |
---|
სცენარის ავტორი |
ვუდი ალენი |
---|
როლებში |
ვუდი ალენი მია ფეროუ |
---|
ოპერატორი |
კარლო დი პალმა |
---|
მონტაჟი |
სუზან ი მორსი |
---|
მხატვარი |
სტიუარტ ვურცელი, კეროლ ჯოფი |
---|
დისტრიბუტორი |
Orion Pictures Corporation |
---|
გამოსვლის თარიღი |
7 თებერვალი 1986 |
---|
ხანგრძლივობა |
106 წთ. |
---|
ქვეყანა |
აშშ |
---|
ენა |
ინგლისური |
---|
ბიუჯეტი |
$6 400 000 |
---|
შემოსავალი |
$59 000 000 |
ჰანა და მისი დები (ინგლ. Hannah and Her Sisters) — ვუდი ალენის 1986 წლის კომედია.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმის გმირები არიან ჰანა და მისი ორი და, ლი და ჰოლი. ჰანა ცნობილი მსახიობია, ის ამავდროულად მოსიყვარულე და, სამაგალითო დედა და ლამაზი ქალია. ჰანას მეუღლე ელიოტი ხვდება, რომ მას სინამდვილეში ლი უყვარს. ლი ჰანას დაა. ის ფრედერიკის, ასაკში შესული მიზანთროპი ხელოვანის პატრნიორია. ლი ფრედერიკს ელიოტის გამო მიატოვებს. ჰანას კიდევ ერთი და ჰოლი კი მსახიობობასა და მწერლობაზე ოცნებობს. ის ხვდება მიკის, მელანქოლიურ ტელეპროდიუსერს, რომელიც ადრე ჰანას ქმარი იყო. ფილმის მოქმედება ვითარდება მადლიერების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, შემდგომ დღესასწაულამდე, როცა ოჯახი კვლავ ერთად შეიკრიბება.
როლებში
ჯილდოები
ოსკარი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: მაიკლ კეინი
- საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: დაიან ვისტი
- საუკეთესო ორიგინალური სცენარი: ვუდი ალენი
BAFTA
- საუკეთესო რეჟისორი: ვუდი ალენი
- საუკეთესო ორიგინალური სცენარი: ვუდი ალენი
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია
რესურსები ინტერნეტში