ჰამადა-ელ-ჰამრა (არაბ.الحمادة الحمراء) — უდაბნო ჩრდილოეთ-დასავლეთ ლიბიაში, ტრიპოლიტანიაში. მდებარეობს საჰარის ჩრდილოეთ ნაწილში. წარმოადგენს ამაღლებულ ქვიან უდაბნო პლატოს. დასავლეთიდანაღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 700 კილომეტრზე, ჩრდილოეთიდანსამხრეთისაკენ დაახლოებით 200 კილომეტრზე. სიმაღლე 450-500 მ. აგებულია კირქვებით. ციცაბოდ ეშვება ჩრდილოეთისაკენ და სამხრეთისაკენ. ბრტყელი მდინარეთაშორისი დანაწევრებულია ხეობებითა და მშრალი ხეობებით — უადებით. გაბატონებულია მცენარეულობას მოკლებული უდაბნო ლანდშაფტი. მშრალი ხეობების გასწვრივ აქა-იქ გვხვდება მარცვლოვანნი, მათ შორის ბუჩქნარები და აკაცია. ნაპოვნია მრავალი მეტეორიტის ნაგლეჯი. არის ნავთობის საბადო.