თვითონ უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ მას „მცდარად აყენებენ მემარჯვენე ექსტრემისტთა კუთხეში“. ჰაინც-კრისტიან შტრახემ სარჩელიც კი აღძრა ახალი ამბების ჟურნალ პროფილის წინააღმდეგ. მიუხედავავად ამისა, მისი რიტორიკა არ შეცვლილა, იგი კვალავაც მკვეთრად ანტიამერიკული, ევროსკეპტიკური რჩება.
ავსტრიის პრესას არ დარჩენია შეუნიშნავი მისი მჭიდრო, ფრიად სიმბიოზური კავშირების შესახებ რუსეთელ ქართველ საქმოსნებთან, მათ შორის ლევან პირველთან.
2008 წლის დეკემბერში იგი იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც მან მკვეთრად გამოხატული ანტიქართული, ანტიევროპული და ანტიდასავლური პოზიცია დაიჭირა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით; მან დაადანაშაულა ევროკავშირი „აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს გამოჩენილი ცალმხრივობისათვის“. (ამ თემასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი სტატიის ბოლო ქვეთავში სათაურით „რესურსები ინტერნეტში“.)
ლიტერატურა
ლიტერატურა შტრახესაგან
„Keine Zukunft ohne Werte“. წიგნში: Andreas Mölzer (გამომც.): Was bleibt von der dritten Kraft? W3-Verlags-Gesellschaft, Wien2005, ISBN 3-900052-04-2, 41-ე გვერდიდან.
„Neue Männer braucht das Land“. Heinz-Christian Strache im Gespräch mit Andreas Mölzer. W3-Verlags-Gesellschaft, Wien 2006, ISBN 3-900052-09-3.
ლიტერატურა შტრახეს შესახებ
Schiedel, Heribert: Der rechte Rand. Extremistische Gesinnungen in unserer Gesellschaft. Edition Steinbauer, Wien 2007, ISBN 978-3-902494-25-2.