ჯონ ეტკინსონ გრიმშოუ (ინგლ. John Atkinson Grimshaw; დ. 6 სექტემბერი, 1836 — გ. 13 ოქტომბერი, 1893) — ვიქტორიანული ეპოქის ინგლისელი მხატვარი. ცნობილია, როგორც ქალაქის პეიზაჟების მხატვარი.
ბიოგრაფია
ჯონ ეტკინსონ გრიმშოუ დაიბადა 1836 წლის 6 სექტემბერს, ლიდზში. მან ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად აირჩია სამხატვრო კარიერა. ფერწერაში სახელი დაიმკვიდრა, როგორც ქალაქის ღამის პეიზაჟების მხატვარმა.
ჯონ ეტკინსონ გრიმშოუ გარდაიცვალა 1893 წლის 13 ოქტომბერს, ტუბერკულოზით და დაკრძალულია ლიდზში.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
- ↑ 1.0 1.1 Artnet — 1998.