ჯონ ენდრიუ ბეინერი[1] (ინგლ.John Andrew Boehner; დ. 17 ნოემბერი, 1949) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2011–15 წლებში,[2]რესპუბლიკელი. წარმოადგენდა ოჰაიოს მერვე საარჩევნო ოლქს.
2007–11 წლებში იყო პალატის უმცირესობის ლიდერი, 2006–07 წლებში კი უმრაველსობის. გადადგა თანამდებობიდან ძლიერი შიდაპარტიული ოპოზიციის გამო, 2015 წლის ოქტომბერში. სპიკერის პოსტზე მისი მემკვიდრე პოლ რაიანი გახდა.