ჯოის ბანდა (ინგლ. Joyce Banda; დ. 12 აპრილი, 1950, მალემია, ზომბის რაიონი, მალავი) — მალავის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 2009-2012 წწ. და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2012 წლის 7 აპრილიდან 2014 წლის 31 მაისამდე. მალავის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი.
ბიოგრაფია
2006-2009 წლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია. 2009 წლიდან ქვეყნის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია. 2012 წელს ბინგუ ვა მუთარიკას გარდაცვალების შემდეგ გახდა მალავის პირველი ქალი-პრეზიდენტი[1].
2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა თავისი წინამორბედის ძმასთან და თანამდებობა დაუთმო 31 მაისს[2].
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო