ჯიბუტის საპროტესტო აქციები – ანტისამთავრობო გამოსვლა ჯიბუტიში, დაიწყო 2011 წლის 31 იანვარს. იგი არის ნაწილი 2010-2011 წელს არაბულ სამყაროში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა.
პრეზიდენტი ისმაილ ომარ გელე ხელისუფლების სათავეშია 1999 წლიდან, ხოლო მმართველი პარტია უკვე 34 წელიწადია მართავს ქვეყანას.
ქრონიკა
- 18 თებერვალი – გაიმართა საპროტესტო დემონსტრაცია, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.[2]
- 19 თებერვალი – სახელისუფლო ძალების მიერ ანტისამტავრობო დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი და მინიმუმ ერთი დემონსტრანტი.[3]
- 4 მარტი – საპროტესტო აქციები დაგეგმილი იყო 11 მარტისათვის, მაგრამ უსაფრთხოების ჯარებმა დააკავეს ოპოზიციის 4 ლიდერი რითაც ფაქტობრივად დასრულდა საპროტესტო აქციები.[4]
სქოლიო