ჯემალ ღაღანიძე (დ. 21 აპრილი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 3 თებერვალი, 2023) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).
ბიოგრაფია
დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“);
გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.
გარდაიცვალა 2023 წლის 3 თებერვალს 89 წლის ასაკში.[1]
ფილმოგრაფია
ნათამაშები როლები
რუსთაველის თეატრი
თავისუფალი თეატრში
- უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (პოლონიუსი) რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი
ჯილდოები
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო