ჯეიმზ ედვარდ ფრანკო (ინგლ. James Franco; დ. 19 აპრილი, 1978) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი.
ბიოგრაფია
სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო გვიან 90-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში Freaks and Geeks და რამდენიმე ახალგაზრდულ ფილმში. 2001 წელს ფრანკომ შეასრულა მთავარი როლი მარკ რიდელის მიერ გადაღებულ სატელევიზიო ბიოგრაფიულ ფილმში ჯეიმზ დინი, რითიც მან დაიმსახურა ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში.
ფრანკომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მარველის კომიქსების პერსონაჟ ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებულ ტრილოგიაში ჰარი ოსბორნის როლის შესრულებით. ამის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ფილმში დიდი რეიდი (2005), რომანტიკულ დრამაში ტრისტანი & იზოლდა, და ჯასტინ ლინის დრამაში ანაპოლისი (2006). 2008 წელს მან ითამაშა კომედიაში ანანასის ექსპრესი და დაიმსახურა მეორე ოქროს გლობუსი, ამჯერად ნომინაციაში - საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მიუზიკლსა ან კომედიაში. ამავე წელს მან ითამაშა დენი ელფმენი ბიოპიკში მილკი, რომელიც მოგვითხრობს პოლიტიკოსისა და აქტივისტის ჰარვი მილკის შესახებ. 2010 წელს ფრანკომ მთავარი როლი შეასრულა ფილმში 127 საათი, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, ამერიკელი მთამსვლელი აარონ რელსტონის შესახებ. ამ როლის შესრულებისთვის მან დაიმსახურა ოსკარისა[1] და ოქროს გლობუსის ნომინაციები.
2011 წელს ფრანკომ უმასპინძლა ოსკარის 83-ე დაჯილდოებას ენ ჰეთეუეისთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს ის ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.[1]
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო