ჯეიმზ დევიდ " ჯ.დ. " ვანსი (დაიბადა ჯეიმზ დონალდ ბოუმენი; 2 აგვისტო, 1984)[1][2] არის ამერიკელი პოლიტიკოსი, ავტორი და საზღვაო ქვეითთა ვეტერანი, რომელიც როგორც შეერთებული შტატების უმცროსი სენატორი ოჰაიოდან 2023 წლიდან მსახურობს. რესპუბლიკური პარტიის წევრი, 2024 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად.
მიდლთაუნის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ვანსი შეუერთდა აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსს, სადაც როგორც საბრძოლო კორესპონდენტი 2003 წლიდან 2007 წლამდე მსახურობდა, ექვსი თვე კი ერაყში . შემდეგ ჩაირიცხა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2009 წელს დაამთავრა, 2013-ში კი იელის სამართლის სკოლა, სადაც იყო The Yale Law Journal- ის რედაქტორი. 2016 წელს ვანსმა გამოაქვეყნა თავისი მემუარები Hillbilly Elegy, რომელმაც პრესის დიდი ყურადღება მიიპყრო იმავე წლის არჩევნების დროს და 2020 წელს მხატვრულ ფილმად გადაიღეს.
ვანსმა მოიგო 2022 წლის შეერთებული შტატების სენატის არჩევნები ოჰაიოში, დაამარცხა დემოკრატიული კანდიდატი ტიმ რაიანი. თავდაპირველად 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა პრეზიდენტობის დროს მისი აქტიური მხარდამჭერი გახდა. 2024 წლის ივლისში ტრამპმა რესპუბლიკელთა ეროვნული კონვენციის წინაშე ვანსი თავის თანამოადგილედ წარადგინა. ის პირველი საზღვაო ვეტერანია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტად დასახელდა.
ვანსს ეროვნულ კონსერვატორად[3][4] და მემარჯვენე პოპულისტად თვლიან,[5] თუმცა საკუთარ თავს პოსტლიბერალურ მემარჯვენედ მიიჩნევს.[6][7] მის პოლიტიკურ პოზიციებში შედის აბორტის, ერთსქესიანთა ქორწინების და იარაღის კონტროლის მიმართ წინააღმდეგობა. ვანსი არის უშვილობის კრიტიკოსი, მას სოციოპათიასთან აკავშირებს [8] და მომხრეა, რომ მშობლებს მეტი ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეთ, ვიდრე არამშობლებს.[9] იგი უკრაინისადმი ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელებას ეწინააღმდეგება. ვანსმა გამოთქვა იდეა, რომ კონსერვატორებმა სახელმწიფო ძალა გამოიყენონ, რათა გადაახარისხონ ინსტიტუტებში მყოფი პერსონალები და ჩაანაცვლონ ისინი თანამოაზრეებით რათა "მათ კულტურულ ომში მხარე აირჩიონ".[10]
ადრეული ცხოვრება და განათლება
ჯეიმზ დონალდ ბოუმენი 1984 წლის 2 აგვისტოს, მიდლთაუნში, ოჰაიოში, ბევერლი კეროლის (ძვ. ვანსი; დაბადებული 1961) და დონალდ რეი ბოუმანის (1959–2023) ოჯახში დაიბადა. იგი შოტლანდიურ-ირლანდიური წარმოშობისაა.[11] მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ჯეიმზი პატარა იყო. ბოუმენი დედის მესამე ქმარმა, ბობ ჰამელმა იშვილა, დედამ კი შვილს სახელი ჯეიმზ დევიდ ჰამელდზე შეუცვალა, რადგან მამის სახელი ამოეღო, თუმცა მისი ერთ-ერთი ძმის სახელი გამოიყენა, JD-ის მეტსახელის შესანარჩუნებლად.[12][13]
ვანსის ნაწერებში ვგებულობთ, რომ მისი ბავშვობა მოიცავდა სიღარიბეს და ძალადობას, დედამისი კი ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.[14] ვანსს და მის დას ლინდსის ძირითადად დედის მხრიდან ბებია-ბაბუა ზრდიდნენ, ჯეიმზ (1929–1997) და ბონი ვანსი (დ. ბლანტონი; 1933–2005), რომლებსაც ისინი „პაპაუს“ და „მამაუს“ ეძახდნენ. მისი ორივე ბებია-ბაბუა კენტუკის აპალაჩიიდან ოჰაიოში გადავიდნენ.[15][16][17][18]
2003 წელს მიდლთაუნის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, [19] ვანსი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსში ჩაირიცხა. 2005 წლის ბოლოს ექვსი თვის განმავლობაში მსახურობდა ერაყში საბრძოლო კორესპონდენტად და სადაც ჯამში 4 წელი მსახურობდა.[20] ის იყო მე-2 საზღვაო საავიაციო ფრთის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ნაწილი[21][22] და თქვა, რომ მისმა სამსახურმა „ზრდასრული ადამიანივით ცხოვრება“ ასწავლა და რომ მას „გაუმართლა, რომ თავი დააღწია ნებისმიერ ნამდვილ ბრძოლას“.[23] მისი დეკორაციები საზღვაო ქვეითთა კორპუსის კარგი ქცევის მედლებს და საზღვაო და საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიღწევების მედლებს მოიცავდა.[20]
GI Bill-ის გამოყენებით,[24] ვანსი 2007 წლის სექტემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში სწავლობდა[25], მან ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა პოლიტოლოგიასა და ფილოსოფიაში.[26] ბაკალავრიატის სწავლა ორ წელზე ნაკლებ დროში დაასრულა.[27] to August 2009,[28] კოლეჯში სწავლის პირველი წლის განმავლობაში იგი რესპუბლიკელ სახელმწიფო სენატორ ბობ შულერთან მუშაობდა.
ოჰაიოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ვანსი 2010 წლის შემოდგომიდან იელის იურიდიულ სკოლას ესწრებოდა, პირველ წელს თითქმის სრული სტიპენდიით.[29] იელში სწავლისას იგი ჯამილ ჯივანს, კანადის პარლამენტის მომავალ კონსერვატორ წევრს დაუახლოვდა.[30] პირველ წელს, პროფესორმა ემი ჩუამ, 2011 წლის წიგნის Battle Hymn of the Tiger Mother-ის ავტორმა, დაარწმუნა იგი მემუარის, Hillbilly Elegy-ის წერა დაეწყო.
ვანსი უნივერსიტეტის The Yale Law Journal-ის რედაქტორი იყო, 2013 წელს მან სწავლა იურისტის დოქტორის ხარისხით დაამთავრა.[31] 2010 და 2011 წლებში წერდა დევიდ ფრამის "FrumForum" ვებსაიტზე JD Hamel-ის სახელით.[32][33] მიუხედავად იმისა, რომ Hillbilly Elegy გულისხმობს, რომ ვანსმა ბებია-ბაბუის გვარი ვანსი 2014 წელს ქორწინებისთანავე მიიღო, სახელის შეცვლა ფაქტობრივად 2013 წლის აპრილში მოხდა, იელში სწავლის დამთავრებამდე მცირეხნით ადრე.
Ადრეული კარიერა
იურიდიული სკოლის დამთავრების შემდეგ ვანსი მუშაობდა რესპუბლიკელ სენატორ ჯონ კორნინთან. მან ერთი წელი გაატარა კენტუკის აღმოსავლეთ ოლქის აშშ-ს საოლქო სასამართლოს მოსამართლე დევიდ ბუნინგის იურისტად, [34] შემდეგ იურიდიულ ფირმაში, Sidley Austin-ში მუშაობდა, რითაც დაიწყო მოკლე კარიერა კორპორატიულ იურისტად.[35] პრაქტიკოს იურისტად ორ წელზე ოდნავ ნაკლები ხნით მუშაობის შემდეგ, ვანსი სან-ფრანცისკოში გადავიდა, რათა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ემუშავა, როგორც ვენჩურულ კაპიტალისტს.[36] სწავლისას დაუმეგობრდა ჯამილ ჯივანის, კანადის პარლამენტის მომავალ კონსერვატიულ პარლამენტარს.[37] პირველივე წელს, პროფესორმა ემი ჩუასმა, ავტორმა 2011 წლის წიგნისა Battle Hymn of the Tiger Mother, დაარწმუნა ვანსი, რომ მემუარი დაეწერა, Hillbilly Elegy.[38] 2016-დან 2017 წლამდე ის პიტერ ტიელის ფირმაში, Mithril Capital-ში მსახურობდა.[39][40]
მწერლობა
2016 წლის ივნისში ჰარპერმა ვანსის წიგნი, Hillbilly Elegy: A Memoir of a Family and Culture in Crisis გამოაქვეყნა. წიგნი 2016 და 2017 წლებში იყო The New York Times-ის საუკეთესო გაყიდვების სიაში.The New York Times-მა მას უწოდა "ექვსი საუკეთესო წიგნიდან ერთ-ერთი, რომელიც ტრამპის გამარჯვების გაგებაში დაგეხმარებათ".[41]
The Washington Post-მა უწოდა ვანსს "ჟანგის ქამრის ხმა", [42], ხოლო The New Republic-მა გააკრიტიკა იგი, როგორც "ლიბერალური მედიის საყვარელი თეთრი ნაგვის მწერი" და "ცისფერი ამერიკის ცრუ წინასწარმეტყველი". ეკონომისტმა უილიამ ისტერლიმ, დასავლეთ ვირჯინიის მკვიდრმა, გააკრიტიკა წიგნი და წერდა: „ადამიანთა კოლექტივის დაუდევარი ანალიზი - სანაპირო ელიტები, მუსლიმები, იმიგრანტები, ადამიანები კოლეჯის ხარისხის გარეშე და ა.შ - იქცა რუტინად, რომელიც ჩვანს პოლიტიკას კლავს."[43]
ვანსი 2017-ის დასაწყისში CNN-ის კონტრიბუტორი იყო.[44] 2017 წლის აპრილში რონ ჰოვარდმა Hillbilly Elegy-ის კინოვერსიაზე რეჟისორობას ხელი მოაწერა, რომელიც შერჩეულ კინოთეატრებში 2020 წლის 11 ნოემბერს გამოვიდა და განთავსდა Netflix-ზეც სტრიმინგისთვის.
ჩვენი ოჰაიოს განახლება
2016 წლის დეკემბერში ვანსმა განაცხადა, რომ აპირებდა ოჰაიოში გადასვლას და არაკომერციული ორგანიზაციის დაწყებას ან თანამდებობისთვის კენჭისყრას აპირებდა.[45][42] ოჰაიოში მან დააარსა Our Ohio Renewal, 501(c)(4) არასამთავრობო ადვოკატირების ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებული იყო განათლებაზე, დამოკიდებულებაზე და სხვა „სოციალურ დაავადებებზე“, რომელიც მასთავის მემუარში აქვს ნახსენები.[46] არაკომერციული ორგანიზაციის ვებსაიტის 2017 წლის არქივიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მრჩეველთა საბჭოს წევრები იყვნენ კიტ ჰამფრისი, ჯამილ ჯივანი, იუვალ ლევინი და სალი სატელი.[47] ვებსაიტის 2020 წლის ვერსიის თანახმად, ეს ოთხი ორგანიზაციის არსებობის მანძილზე ამ თანამდებობებზე დარჩნენ.[48] ჩვენი ოჰაიოს განახლება ორ წელზე ნაკლებ დროში დაიხურა, მცირე მიღწევებით.[46] ორგანიზაციის სამართლისა და პოლიტიკის დირექტორის, ჯივანის თქმით, ორგანიზაცია რელსებიდან ჯივანის კიბოს დიაგნოზიმა გადააგდო.[49][50]
ვანსის აშშ-ს სენატისთვის 2022 წლის კამპანიის დროს მისმა ოპონენტმა, ტიმ რაიანმა, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, თქვა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო ვანსის პოლიტიკური ამბიციების ფრონტი. რაიანმა მიუთითა ცნობებზე, რომ ორგანიზაციის მცდელობები დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად ჩავარდა. ვანსმა უარყო შეფასება.[51][52]Business Insider- ის 2021 წლის რეპორტმა გამოავლინა, რომ ჩვენი ოჰაიოს განახლებას საგადასახადო დეკლარაციებმა აჩვენა, რომ პირველ წელს უფრო მეტი დაიხარჯა აღმასრულებელი დირექტორის ჯაი ჩაბრიას მიერ მოწოდებულ „მართვის სერვისების“ ანაზღაურებაზე, რომელიც ასევე იყო ვანსის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, ვიდრე ოპიოდის მოხმარების წინააღმდეგ პროგრამისათვის.[53]
ინვესტირება
2017 წელს ვანსი შეუერთდა საინვესტიციო ფირმა Revolution LLC-ს.[54] ის სტივ ქეისმა დააარსა, რომელიც ასევე AOL-ის თანადამფუძნებელი იყო.[54] ვანსს დაევალა გაეფართოებინა „Rise of the Rest“ ინიციატივა, რომელიც ფოკუსირებულია ინვესტიციების ზრდაზე რეგიონებში სილიკონის ველისა და ნიუ-იორკ სიტის გარეთ.[54] 2019 წელს ვანსმა დააარსა Narya Capital ცინცინატიში ტიელის, ერიკ შმიდტის და მარკ ანდრეესენის ფინანსური მხარდაჭერით.[55] 2020 წელს მან ფირმისთვის $93 მილიონი შეაგროვა.[56] ტიელთან და ტრამპის ყოფილ მრჩეველთან, დარენ ბლანტონთან ერთად, ვანსმა ინვესტიცია მოახდინა Rumble-ში, კანადურ ონლაინ ვიდეო პლატფორმაში, რომელიც პოპულარულია პოლიტიკურ მემარჯვენეებში. [57][58]
აშშ სენატი
2022 წლის კამპანია
2018 წელს ვანსი განიხილავდა აშშ-ს სენატში კენჭი ეყარა შეროდ ბრაუნის წინააღმდეგ,[59] მაგრამ გადაიფიქრა.[60] 2021 წლის მარტში, პიტერ ტიელმა 10 მილიონი დოლარი გადასცა Protect Ohio Values-ს, super PAC-ს, რომელიც თებერვალში შეიქმნა ვანსის პოტენციური კანდიდატურის მხარდასაჭერად.[61][62][63] რობერტ მერსერმაც გადასცა თანხა.[61] აპრილში ვანსმა გამოხატა ინტერესი, სენატისთვის კენჭის საყრელად, ადგილისთვის, რომელიც რობ პორტმენის წასვლისას განთავისუფლდა.[64] მაისში მან საძიებო კომიტეტი შექმნა.[65] ვანსი რესპუბლიკელი ფანდრაიზერის ნეიტ მორისის მოკავშირეა, რომელიც ასევე ფინანსურად უჭერდა მხარს კენტუკის სენატორ რენდ პოლს.[66]
ვანსი ოფიციალურად რბოლაში 2021 წლის ივლისს შევიდა. ეს მისი პირველი კამპანია იყო საჯარო თანამდებობისთვის.[67][68] 2022 წლის 3 მაისს მან ხმების 32%-ით გაიმარჯვა რესპუბლიკელების პრაიმერში,[69] დაამარცხა მრავალი კანდიდატი, მათ შორის ჯოშ მანდელი (23%) და მეტ დოლანი (22%).[70] 8 ნოემბერს, საყოველთაო არჩევნებზე ვანსმა დაამარცხა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ტიმ რაიანი ხმების 53%-ით, რაიანმა ხმების 47%-ი აიღო.[71] ხმების ეს წილი ოჰაიოს სხვა რესპუბლიკელებთან შედარებით უმნიშვნელოდ მიიჩნეოდა, განსაკუთრებით გუბერნატორის არჩევნების დროს.
ვადა
2023 წლის 3 იანვარს, ვანსმა სენატში ფიცი დადო, როგორც შეერთებული შტატების 118-ე კონგრესის წევრმა, პირველი ამერიკელი სენატორი ოჰაიოდან ჯონ გლენის შემდეგ, რომელსაც წინა პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია, გლენმა ოფისი 1974 წელს დაიკავა.
2024 წლის ივლისის შუარიცხვების მონაცემების მიხედვით, ვანსს სენატში 45 გამოსვლა ჰქონდა, ხოლო მხარი დაუჭირა 57 საკანონმდებლო კანონპროექტს, რომელთაგან არცერთი გასულა სენატში. მან ასევე მხარი დაუჭირა 288 კანონპროექტს, რომელთაგან ორი მიიღო სენატმა, თუმცა ჯო ბაიდენმა ვეტო დაადო.[72]
თანამშრომლობდა სენატორ ელიზაბეტ უორენთან (D- MA ) რომ დიდი ბანკების წარუმატებლობა არ ყოფილიყო კომპენსირებული.[74]
წარმომადგენელთან მარჯორი ტეილორ გრინთან ერთად (R-GA14) წარადგინა კანონპროექტი, რომელიც დამნაშავედ ცნობდა პირებს, რომლებიც არასრულწლოვნებს სქესის შეცვლის იდეას შთააგონებდა ან ხელს უწყობდა ამ რწმენის გამტკიცებას, სასჯელი ითვალისწინებდა 12 წლის ვადით პატიმრობას. [75]
ვანსმა ეწინააღმდეგებოდა ვალის ზედა ჭერის აწევას და 2023 წლის ფისკალური პასუხისმგებლობის აქტის საბოლოო მიღებას.[76]
ვანსი გააკრიტიკეს აღმოსავლეთ პალესტინაში, ოჰაიოში 2023 წელს მატარებლის რელსებიდან გადავარდნაზე დაგვიანებული პასუხის გამო. [77][78][79] მისმა ოფისმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება 2023 წლის 13 თებერვალს, შემთხვევიდან ათი დღის შემდეგ, თუმცა ვანსი ამ შემთხვევას სოციალურ ქსელში მეორე დღესვე გამოეხმაურა.[80][81][82]
2023 წლის 26 თებერვალს, ვანსმა The Washington Post-ში დაწერა სტატია, რომელიც მხარს უჭერდა PPP სტილის პროგრამას (Paycheck Protection Program) მათთვის, ვინც დაზარალდა მატარებლის რელსებიდან გადავარდნით, ეს ინიციატივა რესპუბლიკელი სენატორების ნაწილმა გააკრიტიკა.[83][84] 2023 წლის 1 მარტს ვანსმა, ბრაუნმა და სენატორებმა ჯონ ფეტერმანმა, ბობ კეისიმ, ჯოშ ჰეულიმ და მარკო რუბიომ წარადგინეს ორპარტიული კანონმდებლობა, რათა თავიდან აიცილონ ისეთი შემთხვევებიც, როგორიც აღმოსავლეთ პალესტინაში, ოჰაიოში იყო.[85][86][87]
2023 წლის 31 იანვარს ვანსმა მხარი დაუჭირა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერის დროს.[88][89] 2024 წლის 15 ივლისს, რესპუბლიკელთა ეროვნული კონვენციის პირველ დღეს, ტრამპმა Truth Social-ზე გამოაცხადა, რომ იგი თავის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ვანსს წარადგენდა.[90] 17 ივლისს, კონვენციის მესამე დღეს, ვანსმა ნომინაცია მიიღო.[91] ის პირველი საზღვაო ვეტერანია საპრეზიდენტო ბილეთზე.
ტრამპის ორი უფროსი ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი და ერიკ ტრამპი არწმუნებდნენ მამას, რომ ვანსი აერჩია. ამბობენ, რომ მედიისა და ინდუსტრიის რამდენიმე ფიგურა ლობირებდა, რომ ვანსი ყოფილიყო საპრეზიდენტო ბილეთზე, მათ შორის ილონ მასკი, დევიდ ო. საქსი და ტაკერ კარლსონი. Heritage Foundation, რომელმაც შეადგინა პროექტი 2025, პირადად მხარს უჭერდა ვანსს, რომ ყოფილიყო ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი.[92] მასკი ტრამპის ვიცე-პრეზიდენტის არჩევას გამოეხმაურა მისი განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ და თქვა, რომ ბილეთი "ჟღერს გამარჯვებით". დევიდ საქსმა, გამოჩენილმა GOP დონორმა და სილიკონის ველის საწარმოს კაპიტალისტმა, ტვიტერზე დაწერა: „ეს არის ის, ვინც მსურს ტრამპის გვერდით: ამერიკელი პატრიოტი“. 2022 წელს საქსმა ვანსის სენატის კამპანიას 900 000 დოლარი გადასცა, პიტერ ტიელმა კი 15 მილიონი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელონ მასკი ყოველთვიურად 45 მილიონ დოლარს შეიტანდა, მასკმა მოგვიანებით განაცხადა, რომ "ბევრად ნაკლები თანხის" შემოწირულობას აპირებდა.[93]
2024 წლის 15 მაისს, ტრამპი დაესწრო 50,000 აშშ დოლარის ღირებულების კერძო სადილს ვანსთან ერთად ცინცინატიში.[94] სტუმრები იყვნენ კრის ბორცი და რესპუბლიკელი ფონდების შემგროვებელი ნეიტ მორისი.[95] ვანსი ჩანდა მნიშვნელოვან კონსერვატიულ პოლიტიკურ ღონისძიებებზე და ივნისში უკვე მოიაზრებდნენ, როგორც ტრამპის პოტენციურ კანდიდატს.[96][97] ივლისში, ვანსის ყოფილმა მეგობარმა იელის იურიდიული სკოლიდან გამოაქვეყნა 2014 წლიდან 2017 წლამდე მათ შორის მედია კომუნიკაცია და დასძინა, რომ ვანსმა "შეიცვალა ხედვა თითქმის ყველა წარმოსახვით საკითხზე, რომელიც ეხება ყოველდღიურ ამერიკელებს" რადგან გაყოლოდა "პოლიტიკურ ძალაუფლებას".[98][99]
2024 წლის ივლისის ბოლოს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოხსნა თავისი კანდიდატურა ხელახლა არჩევისთვის და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, ვანსმა კერძო ფონდების შეკრებაზე თქვა, რომ „ცუდი ამბავი ის არის, რომ კამალა ჰარისს არ აქვს იგივე ბარგი, როგორც ჯო ბაიდენს. კამალა ჰარისი აშკარად არ წვალობს ისე, როგორც ჯო ბაიდენი. ერთი დღის შემდეგ, ვანსმა მედიას განუცხადა: „არა მგონია, რომ პოლიტიკური გათვლები საერთოდ შეიცვალოს“ იქნებოდა ოპონენტი ჰარისი თუ ბაიდენი.[100] მისი წარსული შენიშვნებისა და პოლიტიკური პოზიციების კრიტიკის შემდეგ, ვანსმა 2024 წლის აგვისტოს ინტერვიუში თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტს „არ აქვს მნიშვნელობა“ და რომ „კამალა ჰარისი ცუდი ვიცე პრეზიდენტი იყო“.[101] ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა თქვა, რომ „ვიცე-პრეზიდენტს, არჩევნების თვალსაზრისით, არანაირი გავლენა არ აქვს“.[101]
კომენტარები უშვილო ქალებზე
ტრამპის კანდიდატად დასახელებიდან მალევე, ვანსი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ 2021 წელს Fox News-ში მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ჩვენ ამ ქვეყანაში რეალურად დემოკრატების მიერ ვიმართებით, ჩვენი კორპორატი ოლიგარქების მიერ, მრავალი უშვილო კატების ამარა ქალების მიერ, უბედურები თავიანთი ცხოვრებით და მათი გადაწყვეტილებებით, ამიტომ სურთ, რომ დანარჩენი ქვეყანაც გააუბედურონ".[102] ხელახლა გამოჩენილმა კომენტარებმა მყისიერი რეაქცია გამოიწვია ახალ ამბებსა და სოციალურ მედიაში.[103]ჯენიფერ ენისტონმა, რომელიც საჯაროდ აცხადებდა მის ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ ბრძოლაზე, გააკრიტიკა ვანსი ინსტაგრამის ისტორიაში წარწერით: „ნამდვილად არ მჯერა, რომ ეს შეერთებული შტატების პოტენციური ვიცე-პრეზიდენტისგან ისმის“.[104] მას შემდეგ რაც კომენტარები ვირუსულად გავრცელდა, MSNBC- ' დილის ჯოს წამყვანი მიკა ბჟეზინსკი დასცინოდა ვანსს, როდესაც გამოვიდა მის შოუში, ეფერებოდა კატას, რომელიც მის კალთაში იჯდა და ჰკითხა: "ჩემი ბავშვები უფროსები არიან. ეს მე უშვილო მყავს? მინდა კვალიფიცირება."[105] 2024 წლის 26 ივლისს, ვანსმა განმარტა თავისი გამონათქვამები The Megyn Kelly Show-ში და თქვა, "ეს არ არის კრიტიკა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ" და "ეს არის დემოკრატიული პარტიის კრიტიკა იმის გამო, რომ ის ოჯახის და ბავშვების საწინააღმდეგო გახდა“.[106]
Fox News-ის ინტერვიუზე ნეგატიური გამოხმაურების შემდეგ, გამოჩნდა სხვა კომენტარებიც, რაც ვანსს ჰქონდა გაკეთებული ქალებზე და უშვილოებზე. 2020 წლის პოდკასტში, მან განაცხადა, რომ "უშვილობა ადამიანებს სოციოპათებად აქცევს" და რომ "ჩვენი ქვეყანა ამით ნელნელა ხდებოდა მენტალურად არასტაბილური". ვანსმა ასევე 2021 წლის მარტში ჩარლი კირკის შოუში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, რომ ვისაც შვილი არ ყავდა უნდა დაიბეგრონ უფრო მაღალი განაკვეთით, ვიდრე შვილიანი და დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა "დააჯილდოოს ის, რაც ჩვენ კარგად მიგვაჩნია" და "დაისაჯოს ის, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცუდია".[107] 2021 წლის მაისის ინტერვიუში The Federalist Radio Hour-თან, ვანსმა ასევე თქვა: "ვფიქრობ, რომ ომში უნდა ჩავერთოთ უშვილოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომელიც ჩვანს ქვეყანაში არსებობს" და ჟურნალისტები, რომლებიც ახალისებენ ქალების მიერ კარიერის არჩევას შვილების სანაცვლოდ, "არიან სევდიანი, მარტოსული და პათეტიკურები".
საზოგადოების რეაქცია
რესპუბლიკური კონვენციიდან ერთი კვირის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ვანსს აქვს −6 წმინდა მოწონება, რაც მნიშვნელოვნად დაბალია საშუალო +19 მაჩვენებელზე, რაც ვიცე-რეზიდენტობის ნომინაციის მქონე უმრავლესობას აქვს 2000 წლიდან მოყოლებული კონვენციების შემდგომ გამოკითხვების თანახმად.[108] იმ კვირაში, ვანსის ირგვლივ რეაქციებმა და შეშფოთებამ აიძულა ზოგიერთი ცნობილი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი და პოლიტიკოს-მეცნიერი ეთქვათ, რომ ვანსი შესაძლოა ცუდი კანდიდატი ყოფილიყო, განსაკუთრებით არჩევნების დინამიკის ფონზე, რომელიც შეიცვალა პრეზიდენტ ბაიდენის არჩევნებიდან გამოთიშვის შემდეგ.[109]
სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, ვანსი შიგადაშიგ კონსერვატორია.[5][122] ის ეწინააღმდეგება აბორტს,[123]ერთსქესიანთა ქორწინებას[124] და იარაღის კონტროლს.[125] მან უშვილობა სოციოპათიასთან გააიგივა და ჰქონდა ინიციატივა, რომ მშობლების ხმას მეტი წონა ქონოდა, ვიდრე უშვილოებს.[126][127][128] მან ასევე დასძინა, რომ მშობლების გაშორება უარყოფითად მოქმედებდა შვილებზე.[129] ფედერალურ დონეზე დააინიცირა მათი კრიმინალიზება, ვინც არასრულწლოვნებს ხელს უწყობს სქესის შეცვლის იდეასთან დაკავშირებით.[130] იგი ეწინააღმდეგება აშშ-ს ჯარის მხრიდან უკრაინის დახმარებას მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.[131][132]
2016 წელს ვანსი ღიად აკრიტიკებდა მაშინ რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს, მოიხსენიებდა მას როგორც ოდიოზურ ფიგურად და "ამერიკელ ჰიტლერს",[133][134] გამორიცხავდა, რომ ოდესმე ტრამპის გვერდით იდგებოდა.[135] 2021 წელს კი, სენატორად კანდიდატურის წარდგენიდან მალევე, მან ღიად გამოაცხადა ტრამპის მხარდაჭერა, ბოდიში მოიხადა წარსული განცხადებების და კრიტიკის გამო და მათი ნაწილი წაშალა კიდეც.[136][137] იმავე წელს ვანსმა მოუწოდა ტრამპს, რომ დაეთხოვა ყველა საჯარო მოხელე და ჩაენაცვლებინა ისინი "ჩვენი ხალხით".[138]
↑Saul, Stephanie (2024-07-17). „How Yale Propelled J.D. Vance's Career“. The New York Times. ISSN0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-07-17. ციტირების თარიღი: 2024-07-18. ციტატა: „Over the next three years, Yale dramatically influenced the trajectory of his life, leading to important connections, a job in venture capital and marriage to a classmate... Even his memoir, "Hillbilly Elegy," was partly the outgrowth of a paper he wrote in a Yale class. A close look at Mr. Vance's record at Yale, though, shows that he adapted rapidly, taking advantage of the school's heady social and academic opportunities. He cooked for charity fund-raisers, organized reading groups, doted on his German shepherd, Casper, and led The Yale Law Journal's flag football team... Mr. Thiel would become a major supporter of both Mr. Vance's venture capital firm and his Senate campaign.“
↑შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
↑Saul, Stephanie (2024-07-17). „How Yale Propelled J.D. Vance's Career“. The New York Times. ISSN0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-07-17. ციტირების თარიღი: 2024-07-18. ციტატა: „Over the next three years, Yale dramatically influenced the trajectory of his life, leading to important connections, a job in venture capital and marriage to a classmate... Even his memoir, "Hillbilly Elegy," was partly the outgrowth of a paper he wrote in a Yale class. A close look at Mr. Vance's record at Yale, though, shows that he adapted rapidly, taking advantage of the school's heady social and academic opportunities. He cooked for charity fund-raisers, organized reading groups, doted on his German shepherd, Casper, and led The Yale Law Journal's flag football team... Mr. Thiel would become a major supporter of both Mr. Vance's venture capital firm and his Senate campaign.“
↑შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
↑Saul, Stephanie (2024-07-17). „How Yale Propelled J.D. Vance's Career“. The New York Times. ISSN0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-07-17. ციტირების თარიღი: 2024-07-18. ციტატა: „Over the next three years, Yale dramatically influenced the trajectory of his life, leading to important connections, a job in venture capital and marriage to a classmate... Even his memoir, "Hillbilly Elegy," was partly the outgrowth of a paper he wrote in a Yale class. A close look at Mr. Vance's record at Yale, though, shows that he adapted rapidly, taking advantage of the school's heady social and academic opportunities. He cooked for charity fund-raisers, organized reading groups, doted on his German shepherd, Casper, and led The Yale Law Journal's flag football team... Mr. Thiel would become a major supporter of both Mr. Vance's venture capital firm and his Senate campaign.“
↑Haynes, Gavin. (2024-07-17) JD Vance has some weird influences. ციტატა: „Vance says he is 'plugged into a lot of weird, right-wing subcultures'. He draws from a whole new political lexicon, one that would seem baffling to his more starched colleagues in the Congress.“ ციტირების თარიღი: 2024-07-17
↑Ward, Ian. (July 16, 2024) Are Republican Voters Ready for the Nerdy Radicalness of J.D. Vance?. ციტატა: „But its support for this agenda – grouped for simplicity's sake under the heading of 'national conservatism' – is grounded in more obscure intellectual sources: Catholic-inflected 'post-liberalism,' conservative populism and localism, and various strands of neo-reactionary thought that flourish online.“ ციტირების თარიღი: July 16, 2024
↑Breland, Ali. (2024-07-17) Silicon Valley Got Their Guy. ციტატა: „On X, he follows niche but popular anonymous posters such as Bronze Age Pervert, Raw Egg Nationalist, and Lomez...“ ციტირების თარიღი: 2024-07-17
↑Arnsdorf, Isaac; Dawsey, Josh; LeVine, Marianne (July 16, 2024). „How Trump got to 'yes' on Vance“. Washington Post. ISSN0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 16, 2024. ციტირების თარიღი: July 16, 2024. ციტატა: „Major Republican donors opposed Vance because they viewed his inclination toward economic populism as hostile to their model of small-government, free-market conservatism.“
Perayaan Sungai Nil seperti yang digambarkan dalam Voyage d'Egypte et de Nubie karya Norden Banjir Sungai Nil (Arab: عيد وفاء النيل, romanized: eid wafa al-naylcode: ar is deprecated ) telah menjadi siklus alami penting di Mesir sejak zaman kuno. Peristiwa tersebut dirayakan oleh bangsa Mesir sebagai hari raya tahunan selama dua pekan yang dimulai dari 15 Agustus, yang dikenal sebagai Wafaa El-Nil. Peristiwa tersebut juga dirayakan dalam Gereja Koptik yang secara seremonial m...
Embun di atas daun teratai. Embun adalah uap air yang mengalami proses pengembunan-proses berubahnya gas menjadi cairan.[1] Embun biasanya muncul di pagi hari, di sela-sela kaca jendela atau di balik daun. Air embun dalam agama Islam digolongkan sebagai air yang suci-menyucikan-air yang sah digunakan untuk berwudhu-bersama salju, danau, maupun sungai. Embun biasa terjadi setelah hujan atau saat pagi hari. Referensi ^ Society, National Geographic (2013-08-01). dew. National Geographic ...
У Вікіпедії є статті про інші значення цього терміна: 1619 (значення). Рік: 1616 · 1617 · 1618 — 1619 — 1620 · 1621 · 1622 Десятиліття: 1590-ті · 1600-ті — 1610-ті — 1620-ті · 1630-ті Століття: XV · XVI — XVII — XVIII · XIX Тисячоліття: 1-ше — 2-ге — 3-тє 1619 в інших календар...
Pour les articles homonymes, voir Blanco. Santiago BlancoInformationsNom de naissance Santiago Blanco GilNaissance 13 juin 1974 (49 ans)Puerto de BéjarNationalité espagnoleSpécialité GrimpeurÉquipes amateurs 1994Banesto amateurÉquipes professionnelles 09.1994-12.1994Banesto (stagiaire)1995-1997Banesto1998-2000Vitalicio Seguros-Grupo Generali2001-2002iBanesto.com2003Relax-Fuenlabrada2004Relax-BodysolPrincipales victoires 2 étapes du Tour d'Espagnemodifier - modifier le code - modi...
Voce principale: Promozione 1981-1982. Promozione1981-1982 Competizione Promozione Sport Calcio Edizione 8ª Organizzatore FIGC - LNDComitato Regionale Trentino-Alto Adige Luogo ItaliaTrentino-Alto Adige Partecipanti 16 Cronologia della competizione 1980-1981 1982-1983 Manuale Nella stagione 1981-1982 la Promozione era sesto livello del calcio italiano (il massimo livello regionale). Qui vi sono le statistiche relative al campionato in Trentino-Alto Adige. Il campionato è strutturato ...
Pour les articles homonymes, voir John Gray et Gray. John Edward GrayJohn Edward Gray en 1851.BiographieNaissance 12 février 1800WalsallDécès 7 mars 1875 (à 75 ans)LondresNationalité britanniqueDomicile AngleterreActivités Biologiste, entomologiste, herpétologiste, malacologiste, botaniste, ornithologue, philatéliste, zoologiste, conservateur de muséePère Samuel Frederick GrayFratrie George Robert GrayConjoint Maria Emma GrayParentèle Emma J. ° Gray (d) (belle-fille)Sop...
Voce principale: Associazione Calcio Siena. AC SienaStagione 2008-2009Sport calcio Squadra Siena Allenatore Marco Giampaolo Presidente Giovanni Lombardi Stronati Serie A14º Coppa ItaliaQuarto turno Maggiori presenzeCampionato: Vergassola (36)Totale: Vergassola (37) Miglior marcatoreCampionato: Maccarone (9)Totale: Maccarone (10) StadioArtemio Franchi Montepaschi-Arena Maggior numero di spettatori15 446 vs Inter (21 dicembre 2008) Minor numero di spettatori8 348 vs Sampdoria (...
2011 2021 Élections départementales de 2015 dans la Loire-Atlantique 62 sièges au sein du conseil départemental les 22 et 29 mars 2015 Type d’élection Élections départementales Campagne Du 9 mars 2015 au 21 mars 2015 Du 23 mars 2015 au 28 mars 2015 Corps électoral et résultats Population 1 333 000 Inscrits au 1er tour 957 141 Votants au 1er tour 485 376 50,71 % Votes exprimés au 1er tour 462 513 Votes blancs au 1er tour 16 577 Vote...
International baseball competition 2023 World Baseball ClassicTournament detailsCountriesJapanTaiwanUnited StatesDatesMarch 8–21, 2023[1]Teams20 (from 4 confederations)Final positionsChampions Japan (3rd title)Runner-up United StatesThird place MexicoFourth place CubaTournament statisticsGames played47Attendance1,165,857 (24,805 per game)MVP Shohei Ohtani← 20172026 → The 2023 World Baseball Classic (WBC) was an international ...
The Buddha of Suburbia Саундтрек Дэвида Боуи Дата выпуска 8 ноября 199324 октября 1995 (США) Место записи Mountain Studios, Монтрё, Швейцария Жанры Рок, эмбиент Длительность 55:26 Продюсеры Дэвид Боуи и Дэвид Ричардс Лейбл BMG International Профессиональные рецензии All Music Guide ссылка Роберт Кристгау ссы�...
كي باسالشعارمعلومات عامةنوع مدير كلمة المرور نظام التشغيل القائمة ... مايكروسوفت ويندوزلينكسماك أو إسأندرويدآي أو إسبلاك بيري 10توزيعة برمجيات بيركلي المنصة دوت نت فريموورك — مونو النموذج المصدري حقوق التأليف والنشر محفوظة متوفر بلغات القائمة ... الفرنسية[1] — ا...
حالة البحر في علم المحيطات والبحار هي طبيعة سطح جسم مائي كبير في وقت ومكان معين.[1] تتميز حالة البحر بإحصائيات، بما فيها ارتفاع الأمواج، وفترتها وقوتها. تتغير حالة البحر مع تغير الوقت، وذلك بسبب تغير في حالة الرياح والأمواج الطويلة.يتم تقييم حالة البحر من قبل مراقب ذات �...
كام جيجنديت (بالإنجليزية: Cam Gigandet) معلومات شخصية الميلاد 16 أغسطس 1982 (العمر 41 سنة)تاكوما، واشنطن، الولايات المتحدة الإقامة ويست هوليوودكاليفورنيا مواطنة الولايات المتحدة عدد الأولاد 3 الحياة العملية المدرسة الأم كلية سانتا مونيكا [لغات أخرى] الم...
Shin RamyunIsi paket mie instan Shin Ramyun.Nama KoreaHangul신라면 Hanja辛拉麵 Alih AksaraSinramyeonMcCune–ReischauerSinramyŏn Shin Ramyun adalah merek mie instan yang diproduksi oleh Nong Shim Ltd. di Korea Selatan sejak tahun 1986. Mie instan ini diekspor ke lebih dari 80 negara yang berbeda, dan merupak merek mie instan dengan penjualan tertinggi di Korea Selatan[1] Pada April 2011, merek ini meluncurkan Shin Ramyun Black yang harganya dua kali lipat daripada Shin Ramyun r...
Public university in Denton, Texas, US This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: University of North Texas – news · newspapers · books · scholar · JSTOR (February 2024) (Learn how and when to remove this message) University of North TexasFormer names Former name list Texas Normal College and Teacher Tr...
Saudi Arabian Guantanamo detainee There was at least one other Saudi named Mohamed Al Harbi detained in Guantanamo, Mohamed Abdullah Al Harbi. Mohamed Atiq Awayd Al HarbiSaid Ali Al Shiri and Mohamed Atiq Awayd Al Harbi and two other men appeared in an alarming video in January 2009Born (1973-07-13) July 13, 1973 (age 50)[1]Riyadh, Saudi ArabiaDetained at GuantanamoISN333Charge(s)No charge (held in extrajudicial detention)StatusReleased to Saudi custodySpouseNo Mohamed Atiq ...
Escuela Técnica Superior de Ingenieros Navales Acrónimo ETSINForma parte de Universidad Politécnica de MadridFundación 1948LocalizaciónDirección Avda. Arco de la victoria s/n, Ciudad Universitaria, Madrid, EspañaCampus Campus de MoncloaAdministraciónDirector Antonio Crucelaegui Corvinos[1]AcademiaDocentes 67[2]Estudiantes 810[2]Sitio web etsin.upm.es[editar datos en Wikidata] La Escuela Técnica Superior de Ingenieros Navales (ETSIN) pertenece a la Unive...