მომავალი და დამუშავებაში მყოფი დეტალების შესახენ ინფორმაცია შეიძლება მოძიებულ იქნას The Java Community Process (Java საჯარო პროცესი) ვებ-გვერდიდან[2].
ლექსიკური აგებულება
Unicode
პროგრამა Java-ზე იწერება Unicode-ის სიმბოლოებით. Unicode-ის განვითარების შესაბამისად Java-ში მხარდაჭერილი Unicode-ის ვერსიაც იცვლებოდა[3].
გარდა პირდაპირი შეყვანისა, ნებისმიერი Unicode სიმბოლოს ჩასაწერად, Java-ში გამოიყენება შემდეგი აგებულება \uxxxx (UnicodeEscape), სადაც xxxx აღნიშნავს შესაბამისი სიმბოლოს Unicode კოდს თექვსმეტობით აღრიცხვის სისტემაში. ასე, მაგალითად, ქართული ასო ანიJava-ზე ჩაიწერება როგორც \u10D0[4].
// კომენტარი რომელიც ორი დახრილი ხაზით იწყება. ეს კომენტარი ხაზის ბოლომდეა მოქმედი./*კომენტარი, რომელიც იწყება დახრილი ხაზის და ვარსკლავის სიმბოლოთი,და ბოლოვდება ვარსკლავის და დახრილი ხაზით სიმბოლოთი.ეს კომენტარი შეიძლება რამდენიმე ხაზს მოიცავდეს.*/
საკვანძო სიტყვა
საკვანძო სიტყვა განისაზღვრება როგორც ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან.
საკვანძო სიტყვების ჩამონათვალი
abstract
assert
boolean
break
byte
case
catch
catch
class
const
continue
default
do
double
else
enum
extends
final
finally
float
for
if
goto
implements
import
instanceof
int
interface
long
native
new
package
private
protected
public
return
short
static
strictfp
super
switch
synchronized
this
throw
throws
transient
try
void
volatile
while
იდენტიფიკატორი
იდენტიფიკატორი განისაზღვრება როგორც ნებისმიერი სიგრძის Unicode სიმბოლოების მიმდევრობა (გარდა თეთრი სივრცის სიმბოლოსი[5]), რომელიც იწყება Java ასოთი და შემდეგ გრძელდება Java ასოთი ან Java ციფრით. Java ასო განისაზღვრება როგორც Character.isJavaIdentifierStart(int).....