* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 აპრილი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 აპრილი, 2019
ხოსე ანტონიო რეიესი „სევილიის“ აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდის რიგებში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. 2004 წელს ლონდონის „არსენალში“ გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა, ის იმ ლეგენდარული გუნდის წევრი იყო, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო, 49 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. რეიესმა გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იასპარეზა, სადაც ლეგენდარულ მატჩში „ბარსელონასთან“ დამარცხდა.
„არსენალიდან“ განათხოვრების წესით „რეალ მადრიდში“ გადავიდა, სადაც 2006-07 წლების სეზონში სამეფო კლუბმა ლა ლიგა ბოლო ტურში, სწორედ მისი დუბლის წყალობით მოიგო.
რეალში იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ის „არსენალიდან“ მადრიდულმა „ატლეტიკომ“ გამოისყიდა, სადაც 2007-11 წლებში 104 თამაშში 8 გოლი გაიტანა, 2008-09 წლების სეზონი კი განათხოვრების წესით პორტუგალიურ „ბენფიკაში“ გაატარა.
ატლეტიკოს შემდეგ რეიესი ისევ „სევილიას“ დაუბრუნდა, სადაც 2012-2016 წლებში ასპარეზობდა, ამის შემდეგ რეიესმა „ესპანიოლში“, „კორდობასა“ და „ტიანშინში“ იასპარეზა, ხოლო მისი ბოლო საფეხბურთო გუნდი „ესტრემადურა“ გამოდგა. ხოსე ანტონიო რეიესს ესპანეთის ნაკრებში 2003-2006 წლებში 21 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ის ნაკრებს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეხმარებოდა, სადაც საკულტო 10 ნომრიანი მაისური ემოსა.
2019 წლის 1 ივლისს, 35 წლის ასაკში რეიესი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში. ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:40 საათზე, სევილია-უტრერას გზაზე მოხდა, რეიესის მშობლიურ ქალაქში. რეიესთან ერთად მანქანაში მისი ბიძაშვილები ხონათან რეიესი და მანუელ კალდერონი იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. „Mundo Deportivo“-ს ცნობით, მანქანა გზიდან გადავიდა, რის შემდგომაც ცეცხლი გაუჩნდა.