ხორნაბუჯი (2011 წლის 30 აგვისტომდე — წითელი წყარო[2] ან წითელწყარო[3][4]; ნაცრიანი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 2 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2095 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[5] |
2324 |
1065 |
1259
|
2014[1] |
2095 |
978 |
1117
|
ღირსშესანიშნაობები
სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლი ხორნაბუჯის ხალხთა მეგობრობის მუზეუმი[6].
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, , 2009. — გვ. 211.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, , 1987. — გვ. 128.
- ↑ საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N478, 2011 წლის 30 აგვისტო
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, , 2013. — გვ. 325.