2017 წლის 4 აპრილს, ტაჰრირ ალ-შამი (ადრე ცნობილი, როგორც ალ-ნუსრას ფრონტი, ალ-კაიდას სირიის ფილიალი) მიერ კონტროლირებადი ქალაქი ხან-შაიხუნი,[4][5][6][7] რომელიც იდლიბის გუბერნიაში მდებარეობს, გახდა მძიმე ავიაიერიშის სამიზნე, შედეგად მოჰყვა სამოქალაქო პირების მასობრივი მოწამვლა ქიმიური გაზით.[3] ტოქსიკური გაზის ზემოქმედებით, სავარაუდოდ ზარინის, დაიღუპა სულ მცირე 74 ადამიანი და დაშავდა 557-ზე მეტი, იდლიბის ჯანმრთელობის ორგანოს ინფორმაციით.[2] 2013 წლის გუტას ქიმიური თავდასხმის შემდეგ, მიმდინარე თავდასხმა გახდა ყველაზე მასიური, ქიმიური იარაღის გამოყენებით სირიის სამოქალაქო ომში.[8]
სქოლიო