ხალხის მსახური (უკრ.Слуга народу; რუს.Слуга народа; აგრეთვე ითარგმნება როგორც „ქვეყნის მსახური“) — უკრაინული სატირულ-კომედიური ტელესერიალი. ეთერში პირველად 2015 წლის 16 ნოემბერს გავიდა.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სერიალში მოთხრობილია ისტორიის მასწავლებლის ვასილი პეტრეს ძე გოლობოროდკოს ისტორია (როლში ვოლოდიმირ ზელენსკი), რომელიც მოულოდნელად, ვირუსული ვიდეოს წყალობით იმარჯვებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი იწყებს ბრძოლას კორუფიის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.
პერსონაჟები
ვასილი პეტროს ძე გოლობოროდკო (ვოლოდიმირ ზელენსკი); უკრაინის პრეზიდენტი, ყოფილი ისტორიის მასწავლებელი