ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (ინგლ. International Judo Federation; აბრევიატურა: IJF) — ძიუდოს საერთაშორისო მმართველი ორგანო. დაარსდა 1951 წელს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტი. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია მარიუს ვიზერი. თავადპირველია ფედერაცია დაფუძნებული იქნა ევროპული სახელმწიფოებისა და არგენტინის მიერ. შემდეგი 10 წლის მანძილზე კი ფედერაციას სახელმწიფოები 4 კონტინენტიდან შეუერთდნენ. დღესდღეისბოით ფედერაციის წევრია 200 სახელმწიფო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონამდე ადამიანია დაკავებული ძიუდოთი. ფედერაცია ორგანიზებას უწევს ძიუდოს საერთაშორისო ტურნირებს, კონტინენტურ და მსოფლიო ჩემპიონატებს.
რესურსები ინტერნეტში