ძველი სენაკის მაცხოვრის შობის ეკლესია
|
|
|
ძირითადი ინფორმაცია
|
რელიგიური კუთვნილება |
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
|
ქვეყანა |
საქართველო
|
პროვინცია |
სამეგრელო-ზემო სვანეთი
|
მუნიციპალიტეტი |
ძველი სენაკი
|
სასულიერო სტატუსი |
მოქმედი
|
ხუროთმოძღვრების აღწერა
|
თარიღდება |
XIX საუკუნით
|
დეტალები
|
სიგრძე |
24
|
სიგანე |
19
|
მასალა |
აგური
|
ძველი სენაკის მაცხოვრის შობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში. ძველი სენაკის მაცხოვრის ეკლესია აიგო XIX საუკუნეში. ტაძარი ნაკურთხია, როგორც მაცხოვრის შობის ტაძარი.
ისტორია
ტაძარი თავიდან დიდი ზომის ბაზილიკა იყო, შემდეგ გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს. ეკლესიას ყოველი მხრიდან ოთხ-ოთხი თაღოვანი სარკმელი აქვს. ფასადებზე გვხვდება სიბრტყის შეწევით მიღებული გოლგოთის ჯვრები. გუმბათი რვაწახნაგაა და რვა სარკმელი აქვს, რომლებიც თაღებშია მოქცეული. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით, სამივე შესასვლელი სწორკუთხაა. ეკლესია ნაგებია აგურით.[1]
სქოლიო