ანიკა ჰანსონი დაიბადა ფედერაციის კოლონია ტერნადაზე 2348 წელს. მისი მშობლები იყვნენ ვარსკვლავური ფლოტის ოფიცრები. ისინი იკვლევდნენ ბორგების კოლექტივს პატარა ხომალდით USS Raven. მათ ხომალდს გააჩნდა სისტემა რომელიც იცავდა მათ აღმოჩენისგაც. მაგრამ ერთხელ დელტა-კვადრანტში ისინი მოხვდნენ იონურ შტორმში რის შედეგადაც დაცვა მწყობრიდან გამოვიდა, ბორგებმა დააფიქსირეს ისინი და თავს დაესხნენ. ჰანსონები იძულებული იყვნენ განეხორციელებინათ ავარიული დაშვება ასტეროიდზე, სადაც ისინი თავიანთ ექვსი წლის შვილთან ერთად ასიმილირებულ იქნენ. ბორგთა კოლექტივში მან გაატარა 18 წელი, სწორედ ამ დროს მიიღო სახელი ცხრიდან მეშვიდე.
2373 წელს ცხრიდან მეშვიდე მოხვდა ვოიაჯერზე, სადაც მას მოაშორეს იმპლანტანტები დიდი ნაწილი. იგი თანდათანობით გახდა ეკიპაჟის წევრი და ხელმძღვანელობდა ასტრომეტრიულ ლაბორატოირიას, აგრეთვე იყო სპეციალისტი ბორგულ ტექნოლოგიებში. 2378 წელს ვოიაჯერთან ერთად დაბრუნდა დედამიწაზე.