ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი
(ETH Zürich) |
---|
|
|
|
დაფუძნდა |
1855 |
---|
ტიპი |
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი |
---|
რექტორი |
Günther Dissertori |
---|
თავმჯდომარე |
Joël Mesot[1] |
---|
პრეზიდენტი |
პატრიკ აიბიშერი |
---|
სტუდენტი |
19 233[2] და 23 420[3] |
---|
მდებარეობა |
ციურიხი |
---|
ქალაქი |
ციურიხი |
---|
ქვეყანა |
შვეიცარია |
---|
კავშირები |
ORCID[4] [5] , International Alliance of Research Universities, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[6] , Informationsdienst Wissenschaft[7] , Conference of European Schools for Advanced Engineering Education and Research, arXiv[8] , LUMI consortium, swissuniversities[9] , DataCite[10] , Open Education Global[11] , Coalition for Advancing Research Assessment[12] და უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია |
---|
|
https://www.ethz.ch/ |
ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმ. Eidgenössische Technische Hochschule Zürich; ფრანგ. École polytechnique fédérale de Zurich; იტალ. Politecnico federale di Zurigo) — უნივერსიტეტი ქალაქ ციურიხში (შვეიცარია). ჩვეულებრივ, ამ უნივერსოტეტს მოიხსენიებენ მისი გერმანული აბრევიატურით — ETH (გამოითქმის „ე-ტე-ჰა“). დაფუძნდა 1854 წელს შვეიცარიის ფედარალური საბჭოს მიერ. ორიენტირებულია ისეთ დისციპლინებზე როგორიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა.[13]
2020 წლის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში, ETH მოხვდა მეექვსე ადგილზე, ხოლო ევროპულ უნივერსიტეტებს შორის დაიკავა მეორე ადგილი.[14] 2019 წელს ETH-ს ეკავა მესამე ადგილი საინჟინრო დისციპლინებში (პირველი ადგილი ევროპაში), ხოლო დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში — პირველი ადგილი.[15][16]
2019 წლის ნოემბრის მონაცემებით ამ უნივერსიტეტთან აფილირებულია 21 ნობელიანტი, 2 ფილდსის მედლით დაჯილდოებული, 2 პრიცკერის პრემიის ლაურეატი და 1 ტიურინგის ჯილდოს მფლობელი.[17] მათ შორისაა ისეთი გამოჩენილი მეცნიერები როგორიცაა ალბერტ აინშტაინი, ვილჰელმ რენტგენი, და ერვინ შრედინგერი.
სქოლიო