ჩვეულებრივი ანკარა

ჩვეულებრივი ანკარა

ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ანკარასებრნი
ქვეოჯახი:  Natricinae
გვარი:  ანკარები
სახეობა:  ჩვეულებრივი ანკარა
ლათინური სახელი
Natrix natrix
ლინეუსი, 1758
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 14368

ჩვეულებრივი ანკარა (ლათ. Natrix natrix) — უშხამო გველი ანკარასებრთა ოჯახისა.

სხეულის აგებულება

შეფერილობა

ჩვეულებრივი ანკარა მკვეთრად განსხვავდება სხვა გველებისაგან კარგად შესამჩნევი, თავის უკანა ნაწილის ორივე მხარეს არსებული ყვითელი, სტაფილოსფერი ან ჭუჭყიანი-თეთრი ორი ლაქით. ლაქას გააჩნიათ ნახევარმთვარის ფორმა და ბოლოვდება ორივე მხარეზე შავი ზოლით. თუმცა გვხვდება ისეთი ეგზემპლარები, რომლებსაც ეს ლაქები ან სულ არ აქვთ, ან სუსტად აქვთ გამოხატული. სხეულის ზედა ნაწილის ფერი მერყეობს მუქი ნაცრისფრიდან-შავამდე. მუცელი თეთრია, შავი წერტილებით დაწინწკლული.

სხეულის სიგრძე

გველის სიგრძე მაქსიმუმ 1,5 მეტრს აღწევს. იზრდებიან არანაკლებ 1 მეტრამდე. მდედრი უფრო მსხვილია, ვიდრე მამრი.

გავრცელების არეალი

ჩვეულებრივი ანკარა გავრცელებულია ჩრდილო აფრიკაში, ევროპაში (უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა), ასევე აზიაში (აღმოსავლეთიდან ცენტრალურ მონკოლიამდე). სხვა ანკარებისაგან განსხვავებით ცხოვრობენ უფრო ჩრდილოეთით, სკანდინავიის ნ/კ-დან თითქმის პოლუსამდე. ჩვენში ეს გველი ფართოდაა გავრცელებული.

საცხოვრებელი გარემო

ამ გველების საცხოვრებელი ადგილი ნესტიანია. ბინადრობენ ძირითადად მდინარეების, ტბების, ჭაობების, სარწყავი არხების ან წყალსაცავების ახლოს; ნესტიან ტყეებში; ბუჩქოვან მინდვრებში. იშვიათად გვხვდებიან ღია სტეპებში და უტყეო მთებში. არც თუ ისე იშვიათად ცხოვრობენ ბოსტნებში, ბაღებში, შინაური ცხოველების სადგომებთან და ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ნაგებობაში. გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც ნიადაგი ნესტიანია, გველები წყლიდან მოშორებით მიდიან და სახლდებიან ხეების ფესვების ქვეშ, ქვებში, მღრღნელების სოროებში, ხის ნაპრალებში და სხვა. იშვიათად სარდაფებში და ნაგვის გროვებში.

ცხოვრების წესი

ჩვეულებრივი ანკარები სწრაფად დაცოცავენ, ძალიან აქტიურები არიან, შეუძლიათ ხეებზე ცოცვა, კარგად ცურავენ. შეუძლიათ გაცურონ ნაპირიდან მრავალ კილომეტრზე და ათეულობით წუთი იყვნენ წყლის ქვეშ. ცურვის დროს თავი ზემოთ აქვთ აღმართული და ადვილად შესამჩნევნი არიან. ნადირობენ ძირითადად დილისა და საღამოს საათებში. დღის განმავლობაში კი თბებიან მზეზე. ანკარა ზამთარს ძილში ატარებს. საზამთროდ მღრღნელების სოროებში, ხეების ფესვების ქვეშ და სხვა მყუდრო ადგილებში იმალება. ხშირად მარტო. ერიდებიან სხვა სახეობის გველებს. გამოსაზამთრებლად მიდიან გვიან ოქტომბერ-ნოემბერში. ზამთრის თბილ დღეებში გამოდიან სამალავიდან და თბებიან მზეზე. ჩრდილოეთით გამოზამთრება 8-8,5 თვე გრძელდება, სამხრეთში კი უფრო ნაკლები.

საკვები

ჩვეულებრივი ანკარა უშხამო გველია. მას შხამიანი კბილები არ აქვს, ამიტომ მსხვერპლს ცოცხლად ყლაპავს. საკვებს პოულობს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე. ანკარას საკვებს წარმოადგენს: ბაყაყები, გომბეშოები, ტრიტონები, წვრილი თევზები (იშვიათად), ხვლიკები, მწერები (უმთავრესად ხოჭოები), ზოგჯერ მინდვრის თაგვებიც და იშვიათად ჩიტები. ახალგაზრდა ანკარები ზოგჯერ მწერებს მიირთმევენ. გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს ისინი თევზებითაც იკვებებიან არ დასტურდება. იშვიათად თუ ყლაპავენ პატარა ზომის თევზებს. მიუხედავად იმისა, რომ დაცურავენ თევზებს შორის, მათ კუჭში მხოლოდ თავკომბალებს პოულობენ. ერთი ნადირობისას, ზრდასრულმა ანკარამ შესაძლოა 8 ბაყაყი შეჭამოს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბაყაყები ამ გველთან შეხვედრისას მეტად განსხვავებულად იქცევიან. იმის მაგივრად, რომ გააკეთონ დიდი ნახტომები და სწრაფად გაეცალონ მტერს, ისინი იწყებენ ხტუნვას მოკლე ნახტომებით, თან გამოსცემენ ცხვრისმაგვარ ხმებს. ანკარა ცდილობს ბაყაყი მუდამ თავით დაიჭიროს. თუ ამას ვერ ახერხებს, ფეხებით იჭერს და იწყებს მის ნელ-ნელა გადაყლაპვას. ამ დროს ბაყაყი ფართხალებს, გამწარებული ყიყინებს. ანკარა პატარ ზომის ბაყაყებს იოლად ყლაპავს, დიდი ეგზემპლარების გადაყლაპვას კი ზოგჯერ საათობით უნდება. საფრთხის დრო იგი სწრაფად გადმოაგდებს ახლადგადაყლაპულ მსხვერპლს პირიდან, შემდეგ რაც შეიძლება დიდზე აღებს პირს და ხელმეორედ ყლაპავს მას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უკან ამოგდებულ ბაყაყს გაქცევით უშველია თავისათვის.

გამრავლება და კვერცხი

შეწყვილება ხდება აპრილის ბოლოს და მაისის თვეში. ივლის-აგვისტოში მდედრი დებს 6-30 განაყოფიერებულ კვერცხს. ანკარას კვერცხი თეთრი, მკვრივი, პერგამენტისმაგვარი გარსითაა დაფარული. კვერცხები ზოგჯერ ერთმანეთს ეწებება, ხშირად კი ფუჭდება გამოშრობის გამო. ამიტომ გველი მას ნესტში 25-30 °C დებს. კვერცხებს ანკარა ჩვეულებრივად ხავსში დებს, ასევე დამპალ მერქანში, ჩამოცვენილი ფოთლების გროვაში, ნაგავში ან ნაკელში, სადაც მეტი სითბოა და კვერცხიც შესაბამისად უფრო სწრაფად ვითარდება. ზოგჯერ რამდენიმე მდედრი ერთ ადგილას დებს კვერცხებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთად 1200, ფენებად ჩამწკრივებული კვერცხი უნახავთ.

გამოჩეკვა და ახალგაზრდა ანკარები

ახალდადებულ კვერცხში შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს ჩანასახის გულისცემა. ინკუბაციური პერიოდი 5-8 კვირა გრძელდება. კვერცხის დადებიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ იჩეკებიან პატარა ანკარები. ისინი 15 სანტიმეტრს აღწევენ და დაბადებისთანავე იწყებან დამოუკიდებელ ცხოვრებას.

მტრები

ჩვეულებრივ ანკარას მტრები ბევრი ჰყავს, მათ შორის გველიჭამია არწივი, წერო, ენოტისებრი ძაღლი, მელია, ვირთხები, რომლებიც განსაკუთვრებით კვერცხებსა და ახალგაზრდა ანკარებს ეტანებიან...

ადამიანი

ადამიანთან შეხვედრის შემთხვევაში გველი გაქცევას ცდილობს, თუ ამას ვერ ახერხებს, სხეულის უკანა ნაწილს რგოლებად ახვევს, სისინს იწყებს და თავს ესხმის მტერს (თავს აგდებს მისი მიმართულებით და კბენას ცდილობს). ხელში აყვანის შემთხვევაში ცდილობენ კბენას, თუმცა გველი მალევე მშვიდდება და ზოგჯერ მეტად უცნაურად იქცევა: თუ ამ დროს მსხვერპლი ახალი გადაყლაპული აქვს, აგდებს მას პირიდან და თავს იმკვდარუნებს - ხსნის პირს, სხეულს ადუნებს და ადამიანს ხელზე ”უსულოდ” ეკიდება. გაშვების შემთხვევაში კი წამებში ”ცოცხლდება” და გარბის.

ნაკბენი

ჩვეულებრივი ანკარა უშხამო გველია. მისი ნაკბენი მსუბუქია და მალევე ხორცდება.

იცით თუ არა, რომ...

  • თურმე ანკარას ისეთი იშვიათი თვისებები აქვს, რომელიც ბევრისთვის ცნობილი არ არის. მაგალითად, საცდელმა ანკარამ 31 დღე იშიმშილა. გარდა ამისა, შეუძლია 1,5 საათი იცუროს წყალქვეშ, რადგან ძალიან კარგად განვითარებული ფილტვები აქვს. ამ ორგანოს უმეტესი ნაწილი თხელკედლიანი ტომარაა, რომელიც სავსეა ჰაერით.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Paus Aleksander VIII (1610–91). Paus Aleksander VIII (menjabat 1689–1691) mengangkat 14 kardinal dalam tiga konsistori. 7 November 1689 Pietro Ottoboni (1667–1740) Pietro Ottoboni 13 Februari 1690 Ferdinando d'Adda (1650–1719) Bandino Panciatici Giacomo Cantelmo Ferdinando d'Adda Toussaint de Forbin-Janson Giambattista Rubini Francesco del Giudice Giambattista Costaguti Carlo Bichi Giuseppe Renato Imperiali Luigi Omodei Gian Francesco Albani 13 November 1690 Francesco Barberini (1662�...

 

 

Region of Sydney in New South Wales, Australia For the North Shore region, see North Shore (Sydney). For the Northern Beaches region, see Northern Beaches. Northern SydneyNew South WalesParramatta River at Hunters HillCurzon Hall, MarsfieldTime zoneAEST (UTC+10) • Summer (DST)AEDT (UTC+11)LGA(s)Hornsby ShireCity of WilloughbyKu-ring-gai CouncilMunicipality of Hunter's HillCity of RydeMunicipality of Lane CoveMunicipality of MosmanNorth Sydney CouncilNorthern Beaches CouncilCity of Parr...

 

 

† Человек прямоходящий Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:Синапсиды�...

Artikel atau sebagian dari artikel ini mungkin diterjemahkan dari Aleksandr Dugin di en.wikipedia.org. Isinya masih belum akurat, karena bagian yang diterjemahkan masih perlu diperhalus dan disempurnakan. Jika Anda menguasai bahasa aslinya, harap pertimbangkan untuk menelusuri referensinya dan menyempurnakan terjemahan ini. Anda juga dapat ikut bergotong royong pada ProyekWiki Perbaikan Terjemahan. (Pesan ini dapat dihapus jika terjemahan dirasa sudah cukup tepat. Lihat pula: panduan penerjem...

 

 

1954 airlifter series by Convair C-131 Samaritan R4Y / T-29 Convair C-131F Samaritan Role Military transportType of aircraft Manufacturer Convair First flight 22 September 1949 Introduction 1950 Retired 1990 Primary users United States Air ForceUnited States Navy United States Marine Corps United States Coast Guard Number built 512[1] Developed from Convair CV-240 Variants NC-131H TIFS The Convair C-131 Samaritan is an American twin-engined military transport produced from 1954 t...

 

 

Федеральное агентство по делам Содружества Независимых Государств, соотечественников, проживающих за рубежом, и по международному гуманитарному сотрудничествусокращённо: Россотрудничество Общая информация Страна  Россия Юрисдикция Россия Дата создания 6 сентября...

هنودمعلومات عامةنسبة التسمية الهند التعداد الكليالتعداد قرابة 1.21 مليار[1][2]تعداد الهند عام 2011ق. 1.32 مليار[3]تقديرات عام 2017ق. 30.8 مليون[4]مناطق الوجود المميزةبلد الأصل الهند البلد الهند  الهند نيبال 4,000,000[5] الولايات المتحدة 3,982,398[6] الإمار...

 

 

Species of crab Mexican fiddler crab Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Arthropoda Class: Malacostraca Order: Decapoda Suborder: Pleocyemata Infraorder: Brachyura Family: Ocypodidae Subfamily: Gelasiminae Tribe: Minucini Genus: Leptuca Species: L. crenulata Binomial name Leptuca crenulata(Lockington, 1877) Leptuca crenulata, commonly known as the Mexican fiddler crab, is a species of American broad-front fiddler crab in the family Ocypodidae.[1]...

 

 

2020年夏季奥林匹克运动会波兰代表團波兰国旗IOC編碼POLNOC波蘭奧林匹克委員會網站olimpijski.pl(英文)(波兰文)2020年夏季奥林匹克运动会(東京)2021年7月23日至8月8日(受2019冠状病毒病疫情影响推迟,但仍保留原定名称)運動員206參賽項目24个大项旗手开幕式:帕维尔·科热尼奥夫斯基(游泳)和马娅·沃什乔夫斯卡(自行车)[1]闭幕式:卡罗利娜·纳亚(皮划艇)&#...

Apollonius dari Perga Nama dalam bahasa asli(grc) Ἀπολλώνιος ὁ Περγαῖος BiografiKelahiran(grc) Ἀπολλώνιος k. 262 SM Perga Kematiank. 190 SM (71/72 tahun)Aleksandria KegiatanSpesialisasiGeometri Pekerjaanmatematikawan, astronom Periode aktif(Floruit: 200 SM )Tertarik denganIrisan kerucut Karya kreatifKarya terkenal Problem of Apollonius circles of Apollonius teorema Apollonius(3 abad SM) Conics Apollonius dari Perga (bahasa Yunani: Ἀπολ�...

 

 

Ednaldo Rodrigues24th President of Brazilian Football ConfederationIncumbentAssumed office August 25, 2021President of Federação Bahiana de FutebolIn office2001–2018 Personal detailsBorn (1954-01-27) 27 January 1954 (age 70)[1]Vitória da Conquista, Bahia, Brazil Ednaldo Rodrigues Gomes (born 27 January 1954) is a Brazilian accountant, politician and sports executive, who recently served as the 24th president of the Brazilian Football Confederation (CBF). Biography Rodrig...

 

 

Questa voce sull'argomento calciatori uruguaiani è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. José GarcíaNazionalità Uruguay Calcio RuoloCentrocampista Termine carriera1956 CarrieraSquadre di club1 1948-1949 Defensor? (?)1949-1955 Bologna107 (16)1955-1956 Atalanta13 (1) Nazionale 1945-1948 Uruguay21 (4) Palmarès  Copa América BronzoEcuador 1947 1 I due numeri indicano l...

Greg Ballard Walikota ke-48 IndianapolisMasa jabatan1 Januari 2008 – 1 Januari 2016PendahuluBart PetersonPenggantiJoe Hogsett Informasi pribadiLahirGregory Alan Ballard20 November 1954 (umur 69)Indianapolis, Indiana, A.S.Partai politikRepublicanAlma materIndiana University,BloomingtonPenghargaan sipilLegion of MeritSitus webCampaign websiteKarier militerPihak United StatesDinas/cabangUnited States Marine CorpsMasa dinas1978–2001PangkatLieutenant ColonelPertempuran/...

 

 

Pangeran Zeid bin Ra'ad (2015) BiografiKelahiran26 Januari 1964 (60 tahun)Amman Presiden Dewan Keamanan Perserikatan Bangsa-Bangsa Data pribadiPendidikanChrist's College, Cambridge Universitas Johns Hopkins KegiatanPekerjaandiplomat, politikus, aristokrat Bekerja diPerserikatan Bangsa-Bangsa 23 Januari 2018World Economic Forum Annual Meeting 2018 (en) 17 Januari 2017World Economic Forum Annual Meeting 2017 (en) 20 Januari 2016World Economic Forum Annual Meeting 2016 (en) 21 Januar...

 

 

بطولة أوروبا تحت 17 سنة لكرة القدم 2014 تفاصيل الموسم بطولة أوروبا تحت 17 سنة لكرة القدم  النسخة 13  البلد مالطا  التاريخ بداية:9 مايو 2014  نهاية:21 مايو 2014  المنظم الاتحاد الأوروبي لكرة القدم  البطل منتخب إنجلترا لكرة القدم  مباريات ملعوبة 15   عدد المشاركين 8  ...

Country in West Asia For other uses, see Israel (disambiguation). State of Israelמְדִינַת יִשְׂרָאֵל (Hebrew)دَوْلَة إِسْرَائِيل (Arabic) Flag Emblem Anthem: הַתִּקְוָה (Hatīkvāh; The Hope)Show globeMap of Israel (Green Line)Israel within internationally recognized borders shown in dark green; Israeli-occupied territories shown in light greenCapitaland largest cityJerusalem(limited recognition)[fn 1][fn 2]31°47′...

 

 

螢田駅 西口(2006年10月) ほたるだ Hotaruda ◄OH 44 富水 (1.4 km) (1.6 km) 足柄 OH 46► 所在地 神奈川県小田原市蓮正寺319北緯35度17分6.0秒 東経139度9分7.5秒 / 北緯35.285000度 東経139.152083度 / 35.285000; 139.152083座標: 北緯35度17分6.0秒 東経139度9分7.5秒 / 北緯35.285000度 東経139.152083度 / 35.285000; 139.152083駅番号 OH45所属事業者 小田急電鉄所�...

 

 

Battle during the Wars of Italian Unification For other battles with similar names, see Battle of Montebello (disambiguation). Battle of MontebelloPart of Second Italian War of IndependenceBattle of MontebelloDate20 May 1859LocationMontebello, present-day ItalyResult Franco-Italian victoryBelligerents  France Sardinia  Austrian EmpireCommanders and leaders Elie Frédéric Forey Karl von Urban Philipp von Stadion und ThannhausenStrength 6,600 infantry[1] 18,708 infantry[2...

Athletic endurance event series Tough MudderOfficial Tough Mudder logoA participant completes the Walk the Plank obstacle at the SoCal 2013 Tough Mudder event.TypeMud run obstacle course race endurance eventsHeadquartersBrooklyn, NYWebsite tmhq.com toughmudder.com toughmudder.co.uk toughmudder.com.au toughmudder.de toughmudder.ie Tough Mudder is an endurance event series in which participants attempt 10-to-12-mile-long (16 to 19 km)[1] obstacle courses. It was co-founded by Will ...

 

 

حضارة وادي السندمعلومات عامةنسبة التسمية نهر السند البداية 3000 ق.م[1] النهاية 1800 ق.م[1] المنطقة شبه القارة الهندية وصفها المصدر الموسوعة السوفيتية الأرمينية التأثيراتفرع من العصر البرونزي تعديل - تعديل مصدري - تعديل ويكي بيانات امتداد حضارة وادي السند جزء من سلسلة مق...