„ჩვენ ანგელოზები არ ვართ“ (ინგლ. We're No Angels) — 1989 წლის ამერიკული კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია ნილ ჯორდანი. ის 1955 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქია. ფილმში მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, შონ პენი და დემი მური ასრულებენ.
სიუჟეტი
1935 წელს დიდი დეპრესიის ეპოქის მსჯავრდებულები, ნედი და ჯიმი, რომლებიც ციხეში ჩასვეს დაუზუსტებელი ბრალდებებით, ციხიდან გაქცევას მოახერხებენ სასტიკი მკვლელის დამსახურებით, რომელიც ელექტრო სკამს გაურბის.
ისინი აღმოჩნდებიან ნიუ-იორკის პატარა ქალაქში, კანადა-აშშ-ს საზღვართან, სადაც ადგილობრივ მონასტერში ხვდებიან სხვა 2 მღვდლის ნაცვლად, რომელთაც იქ ელიან. მათ უნდათ კანადაში გაქცევა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ეს თითქმის შეუძლებელი ხდება.
ნედი და ჯიმი აგრძელებენ მონასტერში ცხოვრებას და საბოლოოდ ისინი ცხოვრებაში თავიანთ ადგილს პოულობენ.
როლებში
კრიტიკა
ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. Rotten Tomatoes-მა შეარჩია 21 რეცენზენტი და შეაფასა მიმოხილვების 48% დადებითად, საშუალო ქულით 5.2/10. [2] CinemaScore- ის მიერ გამოკითხულმა აუდიტორიამ ფილმს მიანიჭა ნიშანი „B“ (A-დან F-მდე შკალით).[3]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო