ჩეგემი (რუს. Чегем) — მდინარე რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. სიგრძე 103 კმ, აუზის ფართობი 931 კმ².[1] სათავე აქვს კავკასიონის ჩრდილო კალთაზე, ბაშილის მყინვარზე. ზემო დინებაში მდინარე გარა-აუზუსუს შეერთებამდე, ატარებს ბაშილ-აუზუსუს სახელწოდებას.[1] მიედინება ჩრდილო-აღმოსავლური მიმართულებით, ჩეგემის ხეობაში. ვაკეზე გამოსვლისას, იყოფა ორ ფშანად, ჩეგემი 1 და ჩეგემი 2, შემდეგ კვლავ ერთიანდება და ერთვის მდინარე ბაქსანს. მდინარე ჩეგემს საკმაოდ სწრაფი დინება ახასიათებს, უხვწყლიანია განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში. მდინარის კალაპოტის, დაახლოებით 3 კილომეტრიანი მონაკვეთი მოქცეულია ვიწრო კანიონში. მდინარის აუზშია ჩეგემის ჩანჩქერები და ჩანჩქერი აბაი-სუ.[2]
სქოლიო